დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ბათუმის ბულვარის სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები სამი თვით გადასახადებისგან თავისუფლდებიან 08.06.2020 21:36

ბათუმის ბულვარის სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები სამი თვით გადასახადებისგან თავისუფლდებიან. მთავრობის გადაწყვეტილება ჯიხურების მოიჯარეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გააცნო. რიჟვაძის თქმით, ჯიხურების მოიჯარეები პრაქტიკულად მთელ საკურორტო სეზონზე შეღავათით ისარგებლებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და ესაუბრა შეღავათებზე, რომელიც რეგიონში მოიჯარეების მხარდასაჭერად ხორციელდება. შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება და არსებული გამოწვევები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ