დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„ხელოვნების სასახლის პროექტი „ქსოვილი საქართველოდან“ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი გამოცემის The New York Times Magazine-ის ყურადღების საგანი გახდა“ 08.06.2020 22:47

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: 

 

ხელოვნების სასახლის პროექტი „ქსოვილი საქართველოდან“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემის The New York Times Magazine ყურადღების საგანი გახდა. მსოფლიოში განთქმულმა გამოცემამ საქართველოს საგანგებო პუბლიკაცია მიუძღვნა. სტატიაში სახელწოდებით: “როგორ წარმოაჩენს მეაბრეშუმეობა საქართველოს წარსულის უცნობ მხარეებს“ მოყოლილია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მეაბრეშუმეობის უძველესი ტრადიციები. პუბლიკაციის მომზადების დროს The New York Times Magazine ჟურნალისტები ხელოვნების სასახლის მიერ შექმნილ ქსოვილის ელექტრონულ ბაზებზე მუშაობდნენ და პუბლიკაციის გასაფორმებლად მუზეუმში დაცული 3 ილუსტრაცია გამოიყენეს, 11 მაისს ჟურნალის მკითხველმა თამარ მეფის, ჯაყელთა სამოსის და გელათური „ოქრონემსული“ ქსოვილის უნიკალური ფრაგმენტები იხილა. აქვე გთავაზობთ აღნიშნული პუბლიკაციის ბმულს: https://www.nytimes.com/…/t-…/silk-road-tbilisi-georgia.html

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ