დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"ჩადით რაიონებში და ნახეთ, - ხელის ჩამორთმევა, გადახვევა, გადაკოცნა ჩვეულებრივად გრძელდება- ხალხი რომ მოეშვა, ფაქტია, მაგრამ თქვენ რატომ მოეშვით?" 11.06.2020 12:26

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"COVID-19-ს თემაზე კიდევ ერთხელ დავწერ და მერე თქვენ იცით...


მთავრობას და პარლამენტს მივმართავ. ალბათ ხალხიც გაიგონებს.


გასააქტიურებელია მისახლეობასთან განმარტებითი საქმიანობა. ანტიპროპაგანდა დასაძლევია. ამ მხრივ რაც კეთდება, არაა საკმარისი.


სარეკლამო ჭრილში გასულ რეკლამებს არავინ უცქერის. უფრო ეფექტიანი ზომებია საჭირო.


ხალხს, მარტივ ენაზე, ერთხელ კი არა, ათასჯერ უნდა აუხსნათ, რომ მათი სახლში გამოკეტვის ინტერესი არავის აქვს და უნდა დაუსაბუთოთ არგუმენტებით.


ჩაკეტვა რომ გსურდეთ, ხომ გააგრძელებდით საგანგებო მდგომარეობას?!


უნდა აუხსნათ, რომ სახელმწიფოს, განსაკუთრებით მის სპეცსამსახურებს, არ აქვთ მოსახლეობის პირბადეებით სიარულის ინტერესი, მაგრამ დღეს საჭიროება მოითხოვს.


ყოველ დღე უნდა ესაუბროთ, რომ თუ არ სურთ თვითიზოლაციაში დაბრუნება, უნდა დაიცვან მარტივი წესები, უკეთ და ხშირად აუხსენით როგორ დაიცვან თავი სხვისგან და სხვები საკუთარი თავისგან.


მხოლოდ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება არაა საკმარისი ზომა.


გაიარეთ ქუჩებში და ნახეთ იმ საჯარო დაწესებულებების შესასვლელები, სადაც მომსახურებები გაიცემა, რამხელა რიგებია და იცავენ თუ არა წესებს.


ჩადით რაიონებში და ნახეთ, - ხელის ჩამორთმევა, გადახვევა, გადაკოცნა ჩვეულებრივად გრძელდება.


გაესაუბრეთ რას ფიქრობენ ვირუსის არსებობაზე, სჯერათ თუ არა?


ასევე, ბევრს რცხვენია როცა ხელს უწვდიან ან მისკენ საკოცნელად მიიწევენ, დისტანცირება მოახდინოს.


ხალხი რომ მოეშვა, ფაქტია, მაგრამ თქვენ რატომ მოეშვით?


ერთი გაურკვეველი ისტორიის (კლასტერის) გამო რაიონებს, სოფლებს კეტავდით, ახლა 5 გამოვლინდა.


ახლიდან ყველაფრის დაწყება რთულია, ალბათ შეუძლებელიც. ამიტომ მხოლოდ ხალხის ნდობის მოპოვება და მათი გამოცოცხლებაა გამოსავალი.


ხომ კარგად გესმით, რომ მეორე ტალღა, შესაძლოა აგვცდეს, შესაძლოა გადავიტანოთ, ან შესაძლოა აღმოჩნდეს დამანგრეველი?!


ტელევიზია, ფეისბუკი და მოკლე ტექსტური შეტყობინებები უფრო აქტიურად, რაც მთავარია, მეთოდურად სწორადაა გამოსაყენებელი.


ვისაც არ სჯერა ვირუსის არსებობის, ვინც ჯერ კიდევ ავრცელებს მავნებლურ პოსტებს და მოწოდებებს - "პირბადეებით ნუ დაგვახრვეთ", თქვენი საქმის თქვენ იცით, ოღონდ შეიზღუდეთ ინფორმაციის და ვირუსის გავრცელების სივრცე, სხვებს ნუ დააზიანებთ, ნუ დაავირუსებთ და უნდობლობას ნუ შთააგონებთ, ქუჩებში ჩვენი შვილები დადიან და თქვენი ანტიპღოპაგანდა მათ საფრთხეს უქმნის,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ