დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"რადიკალური ლიბერალური სუბკულტურა სხვა არაფერია თუ არა თავისუფლების გაუკუღმარტებული გაგება და ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდიც კი!" 11.06.2020 12:25

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ამერიკის შეერთებული შტატების ცალკეულ ქალაქებში დაწყებული პროტესტი, რაც პოლიციელის მიერ აფრო-ამერიკელი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას მოყვა, გადაიზარდა ე.წ შავ რევოლუციაში და ევროპის ქალაქებსაც მოედო. მაგრამ, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, ეს უკვე არის კარგად ორგანიზებული ღია ვანდალიზმი, რომელიც დაიწყო ოფისების და მაღაზიების დარბევით, გაგრძელდა პოლიციელებზე ძალადობით და უკევ ძეგლების შეურაცყოფის და ნგრევის ფაზაში გადავიდა. ბუნებრივია, ამ პროცესებს საერთო არაფერი აქვთ არც ადამიანის უფლებებთან, არც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან და კრიმინალურ მეინსტრიმშია ღიად გადასული.


ტრამპი და ამერიკელი კონსერვატორები აირჩია "მდუმარე უმრავლესობამ" ტრადიციულმა ამერიკულმა ოჯახებმა, რომლისთვისაც რწმენა და ოჯახი არის მთავარი ღირებულება.ამ ტრადიციული ამერიკისათვის მიუღებელი იყო ის ვულგარული აზროვნება, და ასე ფეხმოკიდებული სექს ინდუსტრია, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების წინ წამოწევას ემსახურება. პოლიტიკა, რომელიც ღიად იყო მხარდაჭრილი ნეო ლიბერალური მოძრაობების მხრიდან, და წალეკა ამერიკაც და დანარჩენი მსოფლიოც.


ცალკეულ თეოლოგთა შეფასებით კი ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს რა თუ ამ ეპოქას, არამედ კაცთა მოდგმას მთელი ისტორიის მანძილზე, ამ პროპაგანდის საინფორმაციო მედიუმის და გლობალური აგიტაციის მაშტაბებიდან გამომდინარე!


ბუნებრივია, ამ პროცესების ინტერნაციონალიზაცია და კოორდინაცია, აჩენს არც თუ უსაფუძვლო ეჭვებს, რომ იგი იმართება ნეო ლიბერალური ინტეერნაციონალის ქსელების მიერ, რომლის ხილული მხარის სათავეშიც ამერიკაში არჩევნების წინ დემოკრატიული პარტია დგას.


თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს პროცესი იმართება გარედან ჩვენთანაც გარკვეული ძალების და ინტერესთა ჯგუფების მიერ. აქაც იდეოლიგიურ იარაღად მედია პლათფორმის ფართო გამოყენებით ხდება ამ დამახინჯებული აზროვნების ცხოვრების წესის პროპაგანდა და ანტიქრისტიანული ცნობიერების ზომბირებაც. ამ დეჰუმანიზირებულ პროპაგანდისტულ მანქანაშია ჩართული არასამთავროების და ოპოზიციური სპექტრის ნაწილიც.


რეალურად რადიკალური ლიბერალური სუბკულტურა სხვა არაფერია თუ არა თავისუფლების გაუკუღმარტებული გაგება და ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდიც კი!


დღეს კაცობრიობა დიდ გზაგასაყართან დგას. ჩვენი არჩევანიც და მომავალიც რწმენაში და ქრისტიანულ სწავლებაშია საძიებელი. გვიყვარდეს ერთმანეთი და არ შეგვეშინდეს მომავლის!" - წერს ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ