ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის".
რეკომენდაციების თანახმად, ორგანიზაციებმა შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების და კულტურული ღონისძიებების გამართვის ყველა ეტაპზე მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით.
შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება კულტურის ორგანიზაციებს მოემზადონ გახსნის ეტაპისთვის და შემოქმედებითი საქმიანობა უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით განახორციელონ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge