დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში" 15.06.2020 17:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ არჩევნებისას ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს.

 

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ლოპოტაზე, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

როგორც გახარიამ აღნიშნა, არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა.


„საქართველოში ფაქტობრივად სრული „ლოკდაუნი“ არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მობილობა შევზღუდეთ, ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა, გარდა საკომენდანტო საათისა საღამოს 21:00 საათიდან დილის 6-მდე, არ შეგვიზღუდავს. ამიტომ ჩვენ დღეს წინ მივდივართ და ამ ყველაფერს ვუყურებთ, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში წელს საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩენო პროცესი აგიტაციიდან დაწყებული შეჯიბრებითობით პარტიებს შორის და ადამიანებთან შეხვედრებით, ამასაც თავისი მობილობა მოყვება. არჩევნებიც თვითონ ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები უბანში უნდა მივიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ აქ არანაირი საფრთხე ეპიდემიოლოგიური არ იყოს ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ