დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, სააუქციონო პროცესი დაიწყო 16.06.2020 22:23

საინვესტიციო პროცესების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს. ბიზნესისთვის 10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება უკვე მზად არის. პროექტების მინიმალური საინვესტიციო ღირებულბა 22 600 000 ლარია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დავალება მოეხდინა საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვა, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება. „არც ერთი საინვესტიციო წინადადება არ უნდა შემოიდოს თაროზე. სამინისტრომ უნდა განაგრძოს მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა”, -განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, სააუქციონო პროცესი დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა, თითოეული პროექტის მიხედვით, კონკრეტული საპრივატიზებო/საინვესტიციო პირობები უნდა შეასრულონ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ