დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"მესამე ძალა", სანამ ნაცური რევანშიზმი მთავარი ფაქტორია ქართულ პოლიტიკაში, უტოპიაა" 17.06.2020 13:13

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელჭი წერს:


"პოლიტიკურ პოლარიზებასა და "შუა გაკრეფვას", უდავოდ - ნაცური რევანშიზმი განაპირობებს. მათ გარდა ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ბუნებრივია, ნებისმიერ შემთხვევაში - ნაცების უტიფრობის სამიზნე ის იქნება! ამიტომ, "მესამე ძალა", სანამ ნაცური რევანშიზმი მთავარი ფაქტორია ქართულ პოლიტიკაში, უტოპიაა.


ეს მითიური "მესამე ძალა" თუკი იგი ნაცებთან შემრიგებლურ გზას დაადგება, უმალ შთანთქავენ და შესანსლავენ - ან განაცდება, განაცმაცუნდება ანდა - გაშმაცდება; ხოლო თუკი დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით "სამართლის მიღმა" დაერევა ნაცებს - მაშინ შეიძლება თავი წააგოს;


არსებითია იმის გააზრება, რომ ქართულ სინამდვილეში, სანამ ეს, უტიფრად ნაცური რევანშიზმი არსებობს, დემოკრატიის კონსოლიდაციის კლასიკური ტესტი (ე.წ. ჰანტინგტონის ტესტი) არ იმუშავებს: ამ ტესტის მიხედვით, დემოკრატია კონსოლიდირებული (შეუქცევადი) რომ გახდეს, იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც დემოკრატიული არჩევნებით დათმო ხელისუფლება, მომდევნო საარჩევნო ციკლში, ასევე დემოკრატიული არჩევნებით იგი უნდა დაიბრუნოს. ჩვენთან, საუბედუროდ, ეს ტესტი უკუღმაა შეტრიალებული, რადგან ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება დემოკრატიის და უარესიც, ერი-სახელმწიფოს დასამარება იქნება.


რატომ და იმიტომ, რომ ნაცებს არც არაფერი უსწავლიათ და არც არაფერი დავიწყებიათ! მათი რევანშიზმი არ ემყარება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს - თავისუფალი არჩევნებით ხელისუფლებათა დემოკრატიულ მონაცვლეობას, ძალაუფლების დემოკრატიულ ტრანზიციას. მათი მიზანი - იყო, არის და იქნება ძალაუფლების მიტაცება, ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი საშუალებით გაბატონება.


მათი მეთოდი და მიზანი არასდროს ყოფილა და ვერც ვერასდროს იქნება დემოკრატიული და ეროვნული. უარესიც: იმთავითვე ისინი გაბატონდნენ სწორედ დემოკრატიის და ერი-სახელმწიფოს დამხობის გზით და ახლაც იგივეს ლამობენ.


უტიფარი რევანშიზმი - ძალაუფლების "დემოკრატიული ტრანზიცია" ვერასდროს იქნება. ნაცური რევანშიზმი აკი იმიტომაც არის განსაკუთრებით უტიფარი რევანშიზმი, რომ ნაცური რეჟიმის რესტავრაციას, ე.ი. ურჯულოებისა და წყვდიადის მეუფებასა ნიშნავს!


ნაცობა - ურჯულობაა, წყვდიადის მეუფებაა!


ჩვენი, ქართველთა ტრადიციული რჯულის არსი აწ და მარადის დიდი ილიას "ენა, მამული, სარწმუნოებაა". დღევანდელობაში ამ ტრადიციულ რჯულს ქართველთა ერი-სახელმწიფოს კონსტიტუციურობის სახე გააჩნია. დღევანდელი კონსტიტუციურობა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ძველი, ტრადიციული რჯულის თანამედროვე ფორმა! ეს ფორმაა ქართველთა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური ერი-სახელმწიფო. ქარტველები რჯულს მაშინაც კი ვინახავდით, როცა ერი-სახელმწიფო არ გვქონდა და დღეს რაღა ღმერთი გაგვიწყრება?!


ღვთის რისხვაა: ნაცები - რჯულის უარისმყოფელნი არიან. მათთვის უცხოა და მტრული ქართველთა რჯულის შინაარსიცა და მისი დღევანდელი ფორმაც - კონსტიტუციურობა. მათი სიტყვაცა და საქმეც არა მხოლოდ იმ 9 წლიან წარსულში, არამედ დღესაც, განსაკუთრებით შარშანდელი 20 ივნისის შემდეგ, ე.ი. სწორედ "აქ და ახლა", ისევ რჯულის გმობაა: "მართალი სამართლის", "მართალი სიტყვის", საზოგადოდ - რწმენის, იმედის, მოყვასის, ბოროტებაზე სიკეთის ძლევის - უარისყოფაა.


ნაცური რევანშიზმი ეროვნული ნიჰილიზმის გაღვივებასა და რჯულის გამყიდველთა ღალატზე დგას. მათ ჰგონიათ, რომ რადგან რჯულის გამყიდველ გუბაზებს შეკრებენ თავინათ "ფანჩატურისტულ ბანაკში", "ძალა ერთობისას" შეიძენენ; ხოლო რჯულის მგმობლური თავიანთი ქაჯური ყაყანით ქართველ ამომრჩეველს ბოლო-ბოლო იმდენად დაღლიან, რომ ისევ ნიჰილიზმით შეიპყრობენ, ხელს ჩააქნევინებენ და ისევ ბოროტის ყმად გაიხდიან...


არ გამოვა! არა და არა!


რჯულის მგმობელთა და გამყიდველთა "ძალა ერთობისა" - ფანჩატურისტულ მოჩვენებადვე დარჩება, ხოლო ქართველი ერი - რჩეული ერია და მას ნიჰილიზმი, "არარას რწმენა" და "ნაცებისადმი ნდობა" ვეღარასდროს შეიპყრობს.


არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ნიჰილიზმს! არა ურჯულობასა და გამყიდველობას!" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ