დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ხელისუფლება მაგალითს უნდა აძლევდეს ხალხს, აგრძნობინებდეს, რომ არაფრის შეეშინდეს - არც პუტინის, არც კადიროვის და საერთოდ არავისი" 17.06.2020 14:13

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:


"რა შეგრძნებები შეიძლება, გააჩინოს საქართველოს მოქალაქეში კადიროვის მუქარის განცხადებებმა - ძველმაც და ახალმაც. ასევე - გაბუნიას გარშემო განვითარებულმა ამბავმა.


1. ბრაზი, რომ ამდენს ბედავს, ასე საჯაროდ იმუქრება, შეურაცხყოფას გვაყენებს და ა.შ.

2. შიში, რომ პუტინიც, კადიროვიც აქვე, ახლოს არიან და ადვილად მოგვწვდებიან, ქილერს გამოგზავნიან, სადმე აგვაფეთქებენ, მოგვწამლავენ და ა.შ.


როცა ხელისუფლება არ სცემს სათანადო, თამამ, გაბედულ, პოლიტიკურ პასუხს, კი მან შეიძლება, ეს ამბავი როგორმე გადააგოროს, რუსეთი არ გააბრაზოს, თან ცოტა ქვეყნის ღირსების ხარჯზე გააკეთოს ეს ამბავი და ბოლოს რას მივიღებთ ზემოთ ნახსენები ორი პუნქტიდან ? ბრაზის ადგილიც შეიძლება, მთლიანად შიშმა დაიკავოს. აი ესაა აქ ყველაზე სახიფათო დეტალი. რუსეთის მხრიდან დაჩმორება და შიშის დანერგვა მოსახლეობაში. ამიტომაა მნიშვნელოვანი ხელისუფლება იყოს გაბედული და მაგალითს აძლევდეს თავის ხალხს, აგრძნობინებდეს, რომ არაფრის შეეშინდეს - არც პუტინის, არც კადიროვის და საერთოდ არავისი," - წერს ის.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ