დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი კორონავირუსის პანდემიის დროს თურქეთისათვის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა 18.06.2020 11:50

თურქულმა სახელმწიფო საიბფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-მ Anadolu Ajansı»)  გამოქვეყნა სტატია სათაურით „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი კორონავირუსის პანდემიის დროს თურქეთისათვის საგარეო ვაჭრობის  ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა“ (ავტორი - გიუნი ჩელიკი).


პუბლიკაციაში მიმოხილულია აზერბაიჯან-საქართველოსა და თურქეთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მაგისტრალის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ საქმიანობა „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე.


„ანადოლუს“ კორესპონდენტი ესაუბრება თურქეთის პარლამენტის დეპუტატს ყარსიდან და ყოფილ ტრანსპორტის მინისტრს აჰმედ არსლანს, რომლის თქმით, პანდემიის დაწყების დროიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით 138 ათასი ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული (იმპორტი - 77 ათასი ტონა, ექსპორტი - 60 ათასი ტონა). „ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რკინიგზას როგორც თურქეთისათვის, ასევე საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის. გარდა ამისა, ეს რკინიგზა ხომ ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელიცაა“.


აჰმედ არსლანი ასევე აღნიშნავს, რომ რკინიგზით რუსეთის ტვირთებიც გადაიზიდება: როგორც ცნობილია, სატრანსპორტო დერეფან „ჩრდილოეთი-სამხრეთით“ თურქეთიც და რუსეთიც სარგებლობენ, მისი მეშვეობით კი ტვირთებს ბაქო-ბილისი-ყარის რკინიგზაც ირებს. რუსეთიდან თურქეთში გადის ფურცლოვანი რკინა, მეტალის ნაწარმი, ქვანახშირი და მძიმე მრეწველობის სხვა პროდუქცია, თურქეთიდან რუსეთში კი - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.


წყარო:https://www.aa.com.tr/tr/ekonomi/baku-tiflis-kars-demir-yolu-hatti-kovid-19-surecinde-turkiyenin-disa-acilan-ticaret-yolu-oldu/1879809

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ