დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 7972 შემთხვევა გამოვლინდა 19.06.2020 16:45

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7972 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 569 063-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 181 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 7841-ს მიაღწია.

 

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან დაინფიცირებული 324 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ