დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ეს მკვლელობა აქ, ბერლინში, გერმანიის სუვერენიტეტზე ისეთი სერიოზული თავდასხმაა, რომ სამჯერ უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე მოსკოვთან ფულის მილსადენს ჩავდებთ, რათა გაზი მივიღოთ“ 19.06.2020 20:11

გერმანიის ბუნდესტაგში თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდერ ლამბსდორფი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის მხარდაჭერაზე გენერალური პროკურატურის განცხადების ფონზე, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას უკავშირდება.

 

„ვფიქრობ, ეს მკვლელობა აქ, ბერლინში, ჩვენი ქვეყნის ცენტრში, სამთავრობო შენობებიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, გერმანიის სუვერენიტეტზე ისეთი სერიოზული თავდასხმაა, რომ ჩვენ სამჯერ უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე მოსკოვთან ფულის მილსადენს ჩავდებთ, რათა რუსეთიდან გაზი მივიღოთ. არსებობენ სხვა მომწოდებლებიც, რომელთაგანაც შესაძლებელია გაზის მიღება“ , - განაცხადა გერმანელმა პარლამენტარმა, რომელთან ინტერვიუსაც „ბილდი აქვეყნებს“. მან გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მოუწოდა ევროპელ პარტნიორებთან ერთად მოიფიქრონ საერთო პასუხი ბერლინში მომხდართან დაკავშირებით. „რა თქმა უნდა, კანცლერისთვის მძიმეა ახლა თავის მხარეს მოიზიდოს სხვა ევროპელები, როდესაც ამავდროულად დასასრულს უახლოვდება პროექტ „ცრილოეთის ნაკადის 2“-ის რეალიზაცია“ , - განაცხადა ლამბსდორფმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ