დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ტრამპი წალეკავს მემარცხენეებს და მოიგებს" - დავიდ ჰოროვიცის პოლიტიკური პროგნოზები 20.06.2020 22:53

ირაკლი გოგავას პოსტი:

 

ებრაელთა დიდი რაბინის მარკუს ჰოროვიცის შვილთაშვილი დავიდ ჰოროვიცი განთქმულია თავისი პოლიტიკური პროგნოზებით, რომელთაგან თითქმის ყველა ახდა. დევიდი ცნობილი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწეა აშშ-ში. მან ახალი წიგნი გამოსცა, რომელიც "ამაზონის" ბესტსელერად მყისვე იქცა. წიგნის სათაურია "ტრამპი წალეკავს მემარცხენეებს და მოიგებს". წიგნში ჰოროვიცი ამბობს, რომ ტრამპი უბრალოდ კი არ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, არმედ მოიგებს გამანდგურებელი შედეგით. ტრამპის მომხრე უმრავლესობის დუმილს კი ხსნის იმით, რომ ბევრს ეშინია, დემოკრატებმა და ლიბერალურმა მედიამ ტრამპის მხარდაჭერისთვის რასისტის იარლიყი არ მიაკეროს. (ჩვენთან რასიზმი იმდენად აქტუალური არ არის და "კრემლის აგენტის" იარლიყს ამუშავებენ) ამიტომაც ამერიკულ სოციოლოგიურ კვლევებში რთულია რეალური სურათის დანახვა - დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო 2012 წელს საქართველოში, როდესაც ტეორორის და შიშის ფაქტორის გამო ხალხი მალავდა თუ ვის უჭერდა მხარს და საარჩევნო ყუთთან კი უარი უთხრა მტაცებლებს. https://www.youtube.com/watch?v=mjvu1XSRzMk


P.S. ჰოროვიცის მშობლები სტალინისტები იყვნენ და ამერიკის კომუნისტური პარტია 1956 წელს მე-20 ყრილობაზე ხრუშჩოვის ცნობილი მოხსნების შემდეგ დატოვეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ