დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა 8 მარტის შემდეგ - იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად“ 21.06.2020 16:51

მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა 8 მარტის შემდეგ, იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კალრ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს. კარლ ჰარცელი მიესალმება, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს. „მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა 8 მარტის შემდეგ. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად“ , – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“.

 

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ