დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„სამართალდამცავები კიევში დღეს მომხდარი აფეთქების ორ ვერსიაზე მუშაობენ - ერთი ბუნებრივი გაზის აფეთქებაა, ხოლო მეორე - ასაფეთქებელი ნივთიერება“ 21.06.2020 17:33

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, სამართალდამცავები კიევში დღეს მომხდარი აფეთქების ორ ვერსიაზე მუშაობენ. როგორც ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ერთ-ერთი ბუნებრივი გაზის აფეთქება, ხოლო მეორე ასაფეთქებელი ნივთიერებაა. „ახლა ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები და ნიმუშები ექსპერტიზაზე წაიღეს. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

 

შეგახსენებთ, რომ აფეთქება დღეს დილით ცხრა სართულიან სახლში მოხდა. შედეგად, რამდენიმე სართული ჩამოინგრა. მომხდარის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ორი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მუშაობს პოლიცია, ასევე მაშველები და ექიმები. მობილიზებულია სპეცტექნიკა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ