დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

სოფელ ახალუბნის განაპირას საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მწყემსი გათავისუფლებულია 21.06.2020 19:13

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ახალუბნის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული მწყემსი გათავისუფლებულია. ის ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებული იყო „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „65 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს და ის უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსი დააკავეს. ახალუბნის მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ჯუმბერ ფსიტიძე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ორ თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა ორმა მწყემსმა კი გაქცევა შეძლო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ