დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა - თქვენს გვერდით ვდგავარ!“ 21.06.2020 19:49

ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა, - ამის შესახებ ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს. „ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა. პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს, თქვენს გვერდით ვდგავარ!“, - წერს კინზინგერი.

 

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ