დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება 22.06.2020 15:55

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება.

 

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დღის წესრიგში დგება ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კარანტინში მყოფი პირების მიერ ხმის მიცემის უფლება, რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე - პირბადის გამოყენება იქნება ეს, ხელების დამუშავება თუ უსაფრთხოების სხვა ზომები.

 

„მოხდება „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტის ინიცირება, რომელიც დაფუძნებულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე. დღეს ჩვენ გვქონდა 3-საათიანი საუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობასთან და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან არჩევნების დროს კოვიდის ინფექციის და უსაფრთხოების საკითხებზე. განვიხილეთ ის თემები, რომელიც დგება დღის წესრიგში. მაგალითად, როგორ უნდა იყოს უზრულველყოფილი კარანტინში მყოფი პირების მიერ ხმის მიცემის უფლება, რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე - პირბადის გამოყენება, ხელების დამუშავება თუ უსაფრთხოების სხვა ზომები. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომელთა ასახვაც ჩვენ კანონმდებლობაში მოგვიწევს. ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარებას. საწყის ეტაპზე გამოჩნდა თანამშრომლობის სურვილი და პრაქტიკულად ყველა მხარე იზიარებს ამ პრობლემებს და მისი გადაჭრის პრინციპებს. ჩვენ ამ რეგულაციებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ ჩვენი საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას, მის დაცულობას და ჩატარებას თავისუფალ გარემოში. ეს რეგულაციები იქნება იმდენად მინიმალური, რამდენადაც ის უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დაცვას და მეორე მხრივ, არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას. ამისთვის ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია, მთავრობა და ჩვენც, საქართველოს პარლამენტი მოვახდენთ ამის საკანონმდებლო უზრუნველყოფას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ