დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ვფიქრობთ, პირებს, რომლებიც თურქი მძღოლებისგან ქრთამს ითხოვდნენ, არაფერი აქვთ საერთო საქართველოს მთავრობასა და მაღალჩინოსნებთან“ 22.06.2020 23:04

ვფიქრობთ, პირებს, რომლებიც თურქი მძღოლებისგან ქრთამს ითხოვდნენ, არაფერი აქვთ საერთო საქართველოს მთავრობასთან და მაღალჩინოსნებთან, რადგან თურქეთის გადამზიდავი კომპანიების მოსაზრებები და განცხადებები ამაზე მიუთითებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თურქეთის მილი მეჯლისში ტრაბზონის დეპუტატმა, სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ აჰმედ კაიამ განაცხადა.

 

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ სატვირთო მანქანების ზოგიერთ თურქ მძღოლს, რომლებსაც რუსეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს გავლით გამგზავრება სურდათ, ურეკავდნენ ტელეფონით და სთხოვდნენ 1000-დან 2000 დოლარამდე ოდენობის ქრთამს, მათი ტვირთის შესაბამისად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პირებს, რომლებიც თურქი მძღოლებისგან ქრთამს ითხოვდნენ, არაფერი აქვთ საერთო საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს მაღალჩინოსნებთან, რადგან თურქეთის გადამზიდავი კომპანიების მოსაზრებები და განცხადებები ამაზე მიუთითებს. მსურს, მკაფიოდ განვსაზღვრო, რომ ჩვენ არ ვგულისხმობდით საქართველოს მთავრობის ჩინოსნებს ჩვენს განცხადებაში“, – აღნიშნა აჰმედ კაიამ. მისივე თქმით, თურქი მძღოლებისგან ფულს დაუდგენელი პირები ითხოვდნენ. „ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ იპოვონ ეს ადამიანები. მსურს, დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ძალიან სენსიტიურად არიან განწყობილნი ამ საკითხის მიმართ. მადლობას ვუხდი მათ ამისთვის. მსურს, აღვნიშნო, რომ ეს პრობლემა არ დგას სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. პრობლემა შექმნილია ვლადიკავკაზის, ლაგოდეხისა და წითელი ხიდის საბაჟოებზე. გარკვეული დროის განმავლობაში მე ვმუშაობდი ქუთაისში, ერთ-ერთი პროექტის ინჟინრად. მე იქ მყავს ძალიან ძვირფასი მეგობრები. მიყვარს ქართველი ხალხი და კულტურა. როგორც მეზობელი ქვეყნის მოქალაქე, მთელი საქართველოსადმი გამოვხატავ პატივისცემას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მეგობრობა მარადიულად გაგრძელდება“, – განაცხადა თურქეთის მილი მეჯლისის დეპუტატმა, აჰმედ კაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ