დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას"-კახა კალაძე 23.06.2020 12:20

სამწუხაროდ, არსებობენ ისეთ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან და ეს დაამტკიცეს თუნდაც იმით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერისადმი გარკვეული ოპოზიციური პარტიის პოზიცია შეაფასა.

 

კალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებაში შესწორება აუცილებლად მოხდება, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში ამ ცვლილებას, რასაც მე მივესალმები. პირველი მოსმენით მიიღეს, რისთვისაც უკლებლივ ყველას, ვინც მონაწილეობდა კენჭისყრაში, მადლობა მინდა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, მეორე და მესამე მოსმენითაც თავისუფლად იქნება მიღებული ეს ცვლილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის და მომავლისთვის”, - განაცხადა კალაძემ.

 

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებას, რომ კენჭისყრაში მათი არმონაწილეობის შემთხვევაში, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგება, კალაძე აცხადებს, რომ „არანაირი ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“.

 

„არჩევნების არანაირი ლეგიტიმაცია არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია. მას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ვინც არ მიიღებს მომავალში კენჭისყრაში მონაწილეობას და ამ მნიშვნელოვან ცვლილებას ხმას არ მისცემს, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება შესაბამისი შეფასებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ