დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"ბევრი კითხვის ნიშანია, ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა სიმართლის დადგენაა"- გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა 23.06.2020 12:43

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე ბუნდოვანია.

 

უკვე დაკითხულია ათობით მოწმე რომლების პირდაპირ ან ირიბ კავშირში არიან ახალგაზრდებს შორის მცხეთაში მომხდარ დაპირისპირებასთან, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დაიკარგა გიორგი შაქარაშვილის კვალი. ცხედრის მდინარეში პოვნის შემდეგ კი ჩატარდა ექსპერტიზა, საქმეში ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი კახა ერისთავი.

 

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. 

 

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა აცხადებს, რომ ოჯახის ერთადერთი ინტერესია სიმართლის დადგენა.

 

"დამთავრდა ცხედრის გამოკვლევა. აიღეს მონაცემები რაც საჭიროა შემდეგი ლაბორატორიული კვლევებისთვის. ბევრი კითხვის ნიშანია, ოჯახის ერთადერთი მოთხოვნაა სიმართლის დადგენა,"- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ.

 

დამოუკიდებელი ექსპერტი კახა ერისთავი, წუხელ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა და ცხედრის ექსპერტიზას დაესწრო, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევების ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმში პლანქტონი იქნება აღმოჩენილი, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ შაქარაშვილს გარდაცვალებამდე დაზიანებები არ მიუღია.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მდინარე არაგვში იპოვეს 19 წლის ბიჭის ცხედარი, 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ. საქმეში ოჯახის გადაწყვეტილებით დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ