დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

დახვდებათ თუ არა აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე საწერი კალმები 23.06.2020 13:06

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, წელს სრულიად განსხვავებული  ფორმატით ჩატარდება. გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი,  ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს. გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით. 

 

დახვდებათ თუ არა აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში საწერი კალმები? - ამ შეკითხვით "ჯორჯიან თაიმსი" გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა:


"უსაფრთხოებისათვის აბიტურიენტებს ჩვენ ვურჩევთ ადგილზე იქონიონ საკუთარი გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით, თუმცა, თუ არ ექნებათ, ცხადია, კალმებს მათ დავახვედრებთ, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს დაშესაბამისად, სხვა ნივთებთან ერთად (ლეპტოპები, ფარი და ა.შ.) მოხდება ყოველი სესიის დაწყებამდე და მის შემდგომ  კალმების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით გაწმენდაც", - აცხადებენ გამოცდების ერობნულ ცენტრში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ