დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ყოველდღიურად ბელადი 475 გვერდს კითხულობდა და ამავე დროს წერდა შენიშვნებსა და კომენტარებს" 24.06.2020 11:43

იოსებ ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"რამდენიმე ხნის წინ ერთი ცნობილი და განათლებული ადამიანი თავის ლექციაში ამბობდა რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ მეცნიერთა ჯგუფს დაევალა მისი ბიბლიოთეკის ინვენტარიზაცია. სწორედ ამ მეცნიერთა კვლევის შედეგი იყო ის, რომ თურმე სტალინს წაკითხული ჰქონდა მინიმუმ 20 000 წიგნი და თითოეულ მათგანის ფურცლებზე გაკეთებული ჰქონდა შენიშვნები. თუ ვიანგარიშებთ 1923 წლიდან (მანამდე სტალინს ბიბლიოთეკაზე ზრუნვის ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდა) 1953 წლამდე ანუ 29 წლის განმავლობაში ის საშუალოდ ყოველ წელს კითხულობდა 690 წიგნს, რაც ნიშნავს რომ ყოველდღიურად კითხულობდა 1.9 წიგნს და არა უბრალოდ კითხულობდა, არამედ ამ წიგნების უმრავლეს ფურცლებზე შენიშვნებსა და კომენტარებს წერდა. თუ წიგნების საშუალო მოცულობას მივიჩნევთ 250 გვერდს, გამოდის რომ ყოველდღიურად ბელადი კითხულობდა 475 გვერდს და ამავე დროს წერდა შენიშვნებსა და კომენტარებს. თუ ამას დავუმატებთ სტალინის სამდივნოს უფროსის პოსკრებიშევის მემუარებში მოცემულ ინფორმაციას რომ სტალინი ყოველდღიურად 30-40 დოკუმენტს ეცნობოდა და მათში შესწორებები შეჰქონდა, გამოდის რომ სტალინი ყოველდღიურად დაახლოებით 1000 გვერდს კითხულობდა ამავე დროს იწვევდა რამოდენიმე საათიან თათბირებს და ზოგადად ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს. ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია. მე მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება რა საჭიროა ეს ცრუ და იაფფასიანი აჟიოტაჟი,"- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ