დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კახა კალაძე გამგებლებს, მერის მოადგილეებსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, თანამშრომლები მუშაობის მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ 24.06.2020 11:53

თბილისის მერი კახა კალაძე გამგებლებს, მერის მოადგილეებსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

 

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასურველია, რომ თანამშრომლებმა სახლიდან იმუშავონ.

 

„მინდა მივმართო მოადგილეებს, სამსახურის ხელმძღვანელებს და გამგებლებს, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად დატოვოთ სახლში, თუ ამით საქმე არ გიფუჭდებათ. ამუშავეთ დისტანციურად და ნუ მოთხოვთ სამსახურში მოსვლას არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად შეზღუდეთ ადამიანების რაოდენობა და მიეცით შესაძლებლობა დისტანციურად, სახლიდან იმუშავონ, თუ ეს პრობლემას არ შეგიქმნით. ეს გადაწყვიტეთ ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა, ყველა გამგებელმა და მოადგილეებმა თქვენი შეხედულებისამებრ“, - განაცხადა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ