დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"გადამწყვეტი ბრძოლა ადამიანად დარჩენისთვის" - გიორგი ცუცქირიძე 24.06.2020 12:21

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"დღეს, როდესაც საუბარია ნეო ლიბერალიზმის კრიზისზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაცობრიობის წამყვანი იდეოლოგია იყო, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კრიზისი ატარებს ეგზისტენციურ ხასიათს, რადგან ნეო ლიბერალიზმა ვერ შეძლო პასუხი გაეცა იმ მთავარ კითხვაზე, რითაც მან ჩაანაცვლა კეინსიანიზმი თავის დროზე. მისი მთავარი ნაკლოვანება კი, კეინსისვე სიტყვებს რომ დავეყრდნოთ იყო ეკონომიკის უუნარობა უზრუნველყოს სრული დასაქმება, აღმოფხვრას ის თვითნებობა და უთანაბრობა სიმდიდრისა და შემოსავლების განაწილებაში, რაც მას ახასიათებს.


ნეოლიბერალური კონცეფციების მთავრი სისუსტე გამოდგა სოციალური სახელმწიფოს როგორც ასეთის მიუღებლობა, გარდა შვედური მოდელისა, სადაც სახელმწიფო ინდუსტრიალიზაცია ჩაანაცვლა თავისუფალმა ბაზარმა.


ნეოლიბერალური მიდგომები, აგებული იყო ჩვენთვისაც კარგად ნაცნობ პოსტულატებზე-დერეგულაციებზე, დაბალ გადასახადებზე; დაბალ სახელმწიფო ქვოტებზე და რაც მთავრია მოინეტარულ ნაწილში ფულის მასის შეზღუდულ ზრდაზე.


ნიშანდობლივია, რომ თავის დროზე ნეოლიბერალიზმის მოძღვრება, რომლის ფუძემდებლადაც ლუდვიგ ფონ მეიზესი და ფრიდრიხ ჰაიეკი ითვლებიან, ეფუძნებოდა რა ადამ სმიტის „სავაჭრო გარიგების და გადაცვლის ფაქტორს“ დამყარებული იყო ბაზარზე საქონლის ყიდვა-გაყიდვის და გაცვლის საფუძველზე. მაგრამ შემდგომში ამ საბაზრო მოდელის ტრანსფორმირებული მოძღვრების მიზანი არა მხოლოდ ამ იდეოლოგიის პოლიტიკურ ბატონობაში, არამედ თავად ადამიანური ეგზისტენციის დაუფლებაში გადაიზარდა, სადაც ადამიანური ბუნება სულიერი განზომილებიდან, წმინდა მატერიალურ ყოფაში გადავიდა.


შედეგად მივიღეთ სამყარო, რომელიც თავის არსით მთლიანად ბაზარზე აღმოჩნდა დამოკიდებული „საბაზრო მორალით“ და თავადაც ამ ბაზრის შემადგენელ აქტივს წარმოადგენს. ზოგიერთი შეხედულებით კი ბაზარი ადამიანის ბუნების ორგანულ ნაწილადაც კი გაიგიავდა.


უფრო გასაგები რომ გახდეს ამ იდეოლოგიური დაპირისპირების ეკონომიკური აზრი, შეიძლება მოვიყვანოთ ნეო ლიბერალიზმის ერთ-ერთი მამის მილტონ ფრიდმანის ცნობილი თეზისები, რომელიც მან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60 წლების დასაწყისში თავის ცნობილ ნაშრომში-„კაპიტალიიზმი და თავისუფლება“, გამოიყენა და ნეო ლიბერალური ეკონომიკის სამაგიდო წიგნად აქცია. ამ თეზისების მთავარი არსი იმაშია, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ფაქტორი საბოლოო ჯამში, იქნება ეს შრომის ნაყიოფიერება, უმუშევრობა თუ ინფლაცია, საბოლოოო ჯამში გადის ერთის მხრივ თავისუფალ ბაზარზე და მეორეს მხრივ, უფლებაშეზღუდულ სახელმწიფოზე. ამიტომაც ნეო ლიბერალიზმის კრიტიკოსები სამართლიანად სვავდენ შეკითხვას მხოლოდ ცალკეულ ინდივიდთა თავისუფლების გარანტიის მოთხოვნით, რამდენად სამართლიანი იყო ასეთი ეკონომიკური სისტემა?


ფრიდმანის აზრით „ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას საკუთარი მოგების გაზრდისკენ სწრაფვა წარმოადგენს“ ანუ ეკონომიკური სისტემის ამ მოდელში სოციალური ფაქტორი მოგების გაზრდის „ზნეობრივი ვალდებულებით“ შემოიფარგლება. შედეგად ბიზნეს მორალი ისევ ცალსახად მხოლოდ ბიზნესით განისაზღვრება. The business of business is business -ია ანუ ბიზნესის საქმეს მხოლოდ ბიზნესი წარმოადგენს, სადაც სოციალური პასუხისმგებლობა რომელიც აკისრია სახელმწიფოს, კერძო სამართლის სუბიექტებს თავი რომ დავანებოთ, საერთოდ იგნორირებულია.


ფრიდმანის ეკონომიკური თეორია, რაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ფართოდ გავრცელდა ნეოლიბერალურ პოსტულატებში, აქცენტს წმინდა რაციონალურ წესზე და ცალსახად ინდივიდების საზოგადოებაზე ამყარებს, სადაც აღარ რჩება ადგილი საერთო ინტერესებისათვის, და შესაბამისად კეთილდღეობისთვისაც. ფიგურალურად, რომ ვთქვათ თუ მორალი მეტ მოგებაზე არის მხოლოდ ორიენტირებული, მაშინ აღარ არსებობს პრინციპული დაპირისპირებაც, პირად სარგებელსა და მორალს შორის. ამ თავისუფლების ფილოსოფია კი არის მოგება ყველაფრის სანაცვლოდ!


ამიტომაც ითვლება რომ ულტრალიბერალურ ეკონომიკაში მორალი როგორც ასეთი მთლიანად ინსტრუმენტალიზებულია და „ბაზრის მსახურად“ არის გადაქცეული. 2007 წლის ფინანსური კრიზისიც დიდწილად სწორედ ამ შეხედულების კრიზისი იყო, რაც გლობალურ საფონდო ბაზრებზე სპეკულაციური ბუმის და აშშ-ში იპოთეკური ბაზრის ჩამოშლის შედეგად დადგა და იყოშედეგი იმისა, რომ ტრანსფორმირებული ნეო ლიბერალური ეკონომიკა მიზნად ისახავს ზნეობის მოთვინიერებას ეკონომიკის მიერ.


პოლიტიკურ ასპექტში თავისუფლების ეს სუბსტანცია გადაიზარდა ადამიანის უფლებებიდან უმცირესობების უფლებების დიქტატში, სადაც მთავარი ლგბტ საზოგადოებებთან დაკავშირებული თემების წამყვან იდეოლოგიურ მეინსტრიმად წარმოჩენა გახდა, რასაც ემსახურება საკანონმდებლო ინიციატივების პროპაგანდა, მედია პლათფორმის თუ კინოინდუსტრიის ფართო გამოყენებით. მთლიანად იყო და არის დღესაც დიდწილად იგნორირებული „მდუმარე უმრავლესობის“ ნებელობა, ოჯახი, ტრადიციები და რწმენა.


დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში, ეს არის ბრძოლა ულტრა ლიბერალურ და კონსერვატორულ იდეოლოგიათა შორის, რასაც კობვიდ 19 გლობალურმა პანდემიამ უბრალოდ ახალი ბიძგი მიცა, ხოლო ამ დაპირისპირების სიმწვავე მიუთითებს, რომ რაც ხდება გადამწყვეტი ბრძოლის ველია. მიიჩნევა, რომ ბრძოლა მიმდინარეობს ადამიანად დარჩენისთვის, რაც როგორც დროს აჩვენა, ნეოლიბერალურ სამყაროში და ჰომო ეკონომიკუსში, არა თუ რთულია, არამედ ადამიანის ეკონომიკაზე და ბაზარზე დაქვემდებარებით, პრაქტიკულად შეუძლებელი.


ნეო ლიბერალიზმის პოლიტიკურ მხარეს ცალკე ბიოპოლიტიკის პოსტში შემოგთავაზებთ." - წერს ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ