დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"დღეს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა დარგში" 24.06.2020 12:39

დღეს, ჩვენ, პრემიერ-მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ ლუგარის ლაბორატორია, სადაც, მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს. ეს გენომის შტამი დარდება სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გენომის შტამებს და დღეს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა აღნიშნულ დარგში, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ლუგარის ლაბორატორიაში განაცხადა, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

„შევხვდით ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები კორონავირუსის დაძლევასთან დაკავშირებით, როგორც მისი აღმოჩენის კუთხით, ისე დიაგნოსტიკის თვალსაზრისით,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ