დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

რატომ არა ჰყავს არსებულ ხელისუფლებას რეალური ალტერნატივა 24.06.2020 14:08

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"რატომ არა ჰყავს არსებულ ხელისუფლებას რეალური ალტერნატივა? უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საუბედუროდ, პარტიულ-პოლიტიკურ სისტემაში დღემდე ვერ გამოჩნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკის „ინსტიტუციონალიზების“ მინიმალურ სტანდარტს მაინც აკმაყოფილებს. რას ვგულისხმობ?


ქვეყანას, ამ უკანასკნელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში, გარდა კონსტიტუციის ახალი რედაქციისა, რაც თავისთავად მთელი პოლიტიკური პროცესის შინაარსის დამდგენი ფუნდამეტური, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა(რომლის ოდნავ მაინც მსგავსიც კი 2004-2012 წლებში არაფერი მომხდარა), 2016 – 2020 წწ. მიღებული აქვს 28 დარგობრივი, მულტისექტორალური თუ ეროვნული სტრატეგია სხვადასხვა სფროებში;


შედარებისთვის - 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, სულ 4 ამ სახელწოდების, ხოლო შინაარსობრივად და პოლიტკური თუ სამართლებრივი შედეგებით -სრულიად არარა, დოკუმენტი იქნა მიღებული;


რასაკვირველია, პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა ჯერ ბოლომდე გამართული არ არის, მაგრამ ასეა თუ ისე, ამ მიმართულებით უდიდესი პროგრესი სახეზეა:- სამთავრობო პოლიტიკა მეტ-ნაკლებად ინსტიტუციონალიზებულია და შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტებით უკვე სავსებით ფორმალიზებულიც;


პოლიტიკური დისკუსიის შინაარსი - ამ სტრატეგიების თუ სხვა პოლიტიკური დოკუმენტების (არა მხოლოდ კანონების) მიღებას, განხორციელებას, მათი მიმდინარეობის თუ ეფექტიანობის შეფასებას, მათში კორექტივების შეტანას ანდა პრინციპულად განსხვავებული ალტერნატივების შეთავაზების უნდა უკავშირდებოდეს;


სამწუხაროდ, მსგავსი რამ ჩანასახში კი არ შეინიშნება!


სამაგიეროდ, მიმდინარეობს დავა კომიკურობამდე არასერიოზულ, შინაარსისგან სრულიად დაცლილ თემებზე - როგორიცაა მაგ. არის თუ არა რურუა პოლიტიკური პატიმარი? ანდა - შესაძლებელია თუ არა სოციალური ხარჯების სამჯერ გაზრდა ისე, რომ განულდეს საშემოსავლო გადასახადი? ახლა ასეთი „სადისკუსიო საკითხიც“ კი გაჩნდა - სთავაზობს თუ არა მთავრობა 10 000 ლარს ჭირისუფალს, რათა გარდაცვლილი კოვიდ-ინფექციის მსხვერპლად გაასაღოს, რომ სტატისტიკა დამახინჯდეს და არჩევნების გადადების საფუძველი ხელოვნურად შეიქმნას;


როცა ვსაუბრობთ „მესამე ძალაზე“, სწორედ ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში: ასპარეზზე გამოვიდეს ღირსეული პოლიტიკური ძალა, რომელიც საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კვალიფიციურ და საგნობრივ, საქმიან ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას და განსჯის საგანი გახდება არა ყურით მოთრეული ჭორი, არამედ უკვე მიღებული, ანდაც, მისაღები პოლიტიკის დოკუმენტი, ამ პოლიტიკის გასატარებლად შესაბამისი კანონი ან რაიმე სამართლებრივი აქტი, პოლიტიკის მიმდინარეობის ანგარიში, მისი შეფასება და ა.შ., სწორედ ასე და არა სხვაგვარად იქნება შესაძლებელი რათა პოლიტიკიდან სარგებელი მიიღოს ხალხმა.


გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, არ არსებობს არც ერთი ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც იცის და თუ იცის, საფუძვლიანად იცნობს სამთავრობო პოლიტიკის ამ სტრატეგიებს; მაგ. იცის თუნდაც ის, რომ 2019 წელს ქვეყანას მიღებული აქვს, „დეცენტრალიზაციის სტრატეგია“, რაც თავისი მნიშვნელობით ერთი ათასად მაინც აღემატება მთელს ამ წინასაარჩევნო იწილო-ბიწილოს!


პოლიტიკაზე ყველა საუბრობს, მაგრამ არსებითად - საგნის გარეშე: როცა 28 უკვე მიღებული პოლიტიკური სტრატეგია, მათი განხორციელების ეფექტიანობაა განსასჯელი - რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა და რატომ, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ და ა.შ. მოფიქრება ხომ უნდა, მთელი ქვეყანა ბანდიტ და ტერორისტ რურუაზე, როგორც პოლიტპატიმარ პოლიტიკურ ლიდერზე, ამდენს ყაყანებდეს?!


თავი კი კიტრად მოაქვთ, მაგრამ აშკარაა - ამ ე.წ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ჭორიკნობის მეტი არც არაფერი უნდათ, არც სხვა კვალიფიკაცია არა აქვთ და არც არაფერი აინტერესებთ - მშვენივრადაც იციან, ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, თუმცა ამ შინაარსისგან დაცლილი ჭორიკნობით, ყაყანითა თუ ყიყინით მაინცა ჭამენ კაი პურს. მათ ე.წ. მედიაზე აღარაფერს ვამბობ - იქ უარესი კატასტროფაა.


როდემდე?!"-წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ