აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი, პრეზიდენტი ბარაქ ობამა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.
ტრამპის თქმით, წინა ადმინისტრაცია ჯაშუშობდა.
"ღალატი, ღალატი, ეს ღალატია' , - აღნიშნა ტრამპმა CBN News– თან ინტერვიუში.
პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა ბრალდება, მაგრამ გაიმეორა, რომ წინა ადმინისტრაცია "ჯაშუშობდა" .
”ისინი ჯაშუშობდნენ ჩემი კამპანიის წინააღმდეგ”, - განაცხადა ტრამპა და დასძინა ”აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი".
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამა არაერთხელ გააკრიტიკა. მან კანონმდებლებს მოუწოდა, ობამა ჩვენების მისაცემად გამოიძახონ. საქმე ეხება 2016 წლის არჩევნებს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge