20:55 24.06.2020
ვინ რატომ არ ჩავიდა მოსკოვში - "მე სამშობლოს დედაქალაქში ვარ, გავიმარჯვებთ და ისევ ერთად ვიქნებით, არ იავადმყოფოთ!"

სიმონ კილაძის პოსტი:

 

ხორვატეთის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა მოსკოვში ჩაუსვლელობის ობიექტურ მიზეზად თვითმფრინავის გაფუჭება დაასახელა - [რატომღაც ვერ დაიქოქა, ძრავას კაპოტი რომ ავხადეთ, ვნახეთ, "რემენი" იყო გაწყვეტილიო]. "რემენი" კიდევ ისეთი ყოფილა, დეფიციტი გამოდგა. თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა (მომღერალია, ხომ იცით?) კი განაცხადა, ჩვენთან ორკვირიანი კარანტინია და კანონს ვერ დავარღვევ, თან დაბადების დღეც მაქვსო. ყირგიზეთის პრეზიდენტო სორობაი ჟეენბეკოვი მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ იმავწუთს უკან გაბრუნდა - მისი დელეგაციის წევრს კორონავირუსი აღმოუჩინეს და აღლუმში მონაწილეობის სურვილს თანამშრომლისადმი სოლიდარობის გრძნობამ სძლია. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, როგორც "კომერსანტი" წერს, თითქოსდა გაბუტული დადიოდა, თავისი სამი ვაჟით, ჯერჯერობით პრეზიდენტებს არ შეხვედრია, თუმცა ტრიბუნაზე ასვლისას, ხალხმა რომ ტაში დასცხო, დაიძახა: "მე სამშობლოს დედაქალაქში ვარ, გავიმარჯვებთ და ისევ ერთად ვიქნებით, არ იავადმყოფოთ!".




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge