დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ჩხუბის დასაწყისშივე რატომ არ დარეკა ვინმე ჭკუისმსწავლელმა პატრულში, რამდენი სეირისმოყვარული ყოფილა - ან ის მეგობარი როგორ ტოვებს გაჭირვებაში მყოფ ამხანაგს და მანქანით მოდის თბილისში? “ 24.06.2020 21:56

ლევან თაქთაქიშვილის პოსტი:

 

ამ ახალგაზრდა ბიჭის ტრაგედია მჭამს. ეს არაა ერთი ბიჭის და ერთი ოჯახის ტრაგედია. ეს ყველას ტრაგედიაა. ყველას გვყავს შვილები, ძმიშვილები, დიშვილები, ნათესავი და ახლობელი ბავშვები, ან რა ახლობლებზე ვფიქრობთ მარტო, საქართველოს ყველა ბავშვი ხომ ჩვენიანია...ეს რა დღეში ვართ, ვინ დაგვწყევლა? სადაა ძაღლის თავი დამარხული? აი სად: გაიხსენეთ სკოლაში მოკლული ბავშვი, ვერ ხედავთ განმეორებულ სცენარს? ჩხუბი დაიწყო და ტელეფონის ზარი... იქვე ჩნდება დამხმარე ძალა. აქაც, იქაც. ძმაბიჭები... არ არის ეს ჯგუფური განზრახ დანაშაული? მათი დამძახებელი და ყველა საჩხუბრად ასული პირი პასუხისმგებელი უნდა იყოს დანაშაულის. ადის ბანდა საჩხუბრად იქ , სადაც მსხვერპლს არ იცნობს. ყველანი ციხეში, ტელეფონის ზარი დაფიქსირებულია, ამსვლელები ცნობილნი არიან. ეს ერთი, მეორე: ჩხუბის დასაწყისშივე რატომ არ დარეკა ვინმე ჭკუისმსწავლელმა პატრულში, რამდენი სეირისმოყვარული ყოფილა ერთ სახლში? ან ის მეგობარი როგორ ტოვებს გაჭირვებაში მყოფ ამხანაგს და მანქანით მოდის თბილისში? რა საშინელებაა და რა გულცივობა. სასტიკად დასასჯელია არა მარტო კონკრეტული მკვლელი, თუ ის არსებობს, არამედ წინასწარ განზრახ სადამსჯელოდ ასული ბანდის ყველა წევრი და დამრეკავი. ნულოვანი ტოლერანტობა. ყველა დამნაშავე ციხეში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ