დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"ოპოზიციამ იქ წააგო, რაზეც მთელ აქცენტებს აკეთებდა"- გიორგი ცუცქირიძე 25.06.2020 12:44

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:


"ოპოზიციამ იქ წააგო, რაზეც მთელ აქცენტებს აკეთებდა...


როგორც მოსალოდნელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდა რა ორი მოსმენით, მესამე მოსმენითაც გავა. მართალია, 8 მარტის დოკუმენტით და „პოლიტმატიმრების თემით“ ოპოზიციამ ერთი შეხედვით სარფიანად „ივაჭრა ხელისუფლებასთან“, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა გაანთავისუფლეს, მაგრამ ხომ არის ნათქვამი - იცინის ის ვინც ბოლოს იცინის. შალიკოს ფანჩარტურის ოპოზიციამ მაინც ვერ გათვალა მთავარი. ოპოზიციამ იქ წააგო საბოლოო ჯამში რაზეც მთელ აქცენტებს აკეთებდა, საგარეო ფაქტორში. რა დასამალია, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, წლებია სარფიანად ცდილობს საგარეო ვექტორების სათავისოდ გამოყენებას, როგორც ბრიუსელის, ისე ვაშინგტონის მიმართულებით. არც ისაა დასამალი, რომ „ნაციონალების“ და ევსაქების სტრატეგია ეყრდნობა რა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დამყარებულ საერთაშორისო კავშირებს, არც თუ იშვიათად ქვეყნის საზიანოდაც ყოფილა მიმართული, ამა თუ იმ რეზოლუციის პროექტის ლობირებით „ოცნების“ ჩასაძირად.


მაინც რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციას, როდესაც „პოლიტიკური პატიმრების“ თემა პირდაპირ მიაბა საკონსტიტუციო ცვლილებებს და პირველი ე.წ. წარმატების შემდეგაც არ დაიხია უკან, მიუხედავად იმისა, რომ თავად რურუას ფაქტორი არ იყო მისთვის მომგებიანი, არც ელექტორალური და არც საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით, ამ უკანასკნელის ღიად კრიმინალური წარსულის გამო.


ერთი შეხედვით შეიძლება ამას საკუთარი ელექტორატის კონსოლიდაციისათვის აკეთებდა, და აქ პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა უნდა ვიგულისხმოთ, ევსაქებთან ერთად. ნაციონალური მოძრაობა ფაქტიურად ვა ბანკზე წავიდა, როდესაც საერთაშორისო ფასილიტატორების ფაქტორი გვერდზე გაწია. ნაცებისათვის ცხადზე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ამ შეთანხმების საერთაშორისო მომრიგებლები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების ცალსახად ნეგატიურად მიიღებდენ, მით უმეტეს დასავლური დიპლომატიის ფილოსოფია კონსენსუსზეა აგებული და მათი გზავნილები ხელისუფლების მისამართით რათა ეს პროცესი ბოლომდე მისულიყო, დიდწილად ამით იყო ნაკარნახევი . აქედანაც ისმება ლოგიკური კითხვა მაშინ რა იყო ოპოზიციის მიზანი? ამ უკომპრომისობის უკან მაინც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების ამოცანა უფრო მოჩანს. ამით ოპოზიცია რამდენიმე კურდღელს ერთად დაიჭერდა. პირველი, ხელისუფლება დაკარგავდა საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან პასუხისმგებლობა ამ ტიპის შეთანხმებებზე მაინც ხელისუფლებას ეკისრება და ნაკლებად ოპოზიციას, მეორეც საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვით არჩევნები ჩატარდებოდა რა ძველი საარჩევნო სისტემით, უკვე არჩევნებმდე დადგებოდა მისი ლეგიტიმაციის საკითხი. მესამეც, ხელისუფლებას წაგებული ექნებოდა საინფორმაციო ომი, რომელიც არჩევნების დღეს ბევრ რამეს წყვეტს, პირველ რიგში ელექტორალური განწყობების თვალსაზრისით. ამიტომ არ მჯერა, რომ ბოკერიას გუნდს ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს დაბალი რეიტინგის გამო არ აწყობდა ძველი სისტემით არჩევნები თითქოსდა ნაცებისაგან განსხვავებით, რომელსაც ყავს საკუთარი ელექტორატი, ეს ვერსია მაინც ილუზორულია. სწორედ ამ საერთაშორისო ლეგიტიმურობის ფაქტორის გამო, რაც ყველა სხვა პოლიტიკურ ფაქტორს გადაწონის. აქედან გამომდინარე, ეს იყო პოლიტიკური თამაშის ნაწილი.


არჩევნების ძველი სისტემით ჩატარების პირობებში რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო, ის მაინც დელეგიტიმური გახდებოდა არა იმიტომ, რომ რეალურად ხელისუფლების ინტერესში იქნებოდა არჩევნების გაყალბება არამედ იმიტომაც, რომ მთელი საინფორმაციო სივრცე და ოპოზიციის მხარდამჭერი მედია პლათფორმა იმუშავებდა ხელისუფლების დემონიზაციაზე, განსაკუთრებით მერყევი ამომრჩევლის გადაბირებაზე და რაც მტავარია რევოლუციურ სცენარზე, აქედან გამომდინარე შედეგებით.


ეს სცენარი კი ჩავარდა არა ვინმეს კეთილი ნების გამო, რასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს აჩვენოს, არამედ იმის გამო, რომ ოცნების საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო არასაკმარისი ხმების ფაქტორიდან გამომდინარე, ოცნების 92 დეპუტატის ხმა არ იყო საკმარისო საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, ხოლო სხვა დეპუტატების გადაბირება ოპოზიციამ გარდა ცალკეული და ისიც ყოფილი ოცნების სიით გასული დეპუტატებისა, მაინც ვერ შეძლო.


ამ პოლიტიკური პარტიის შედეგმა კი ერთი რამ მაინც ცხადად აჩვენა, რომ გადამწყვეტი პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე და არჩევნების ლეგიტიმურობის მთავარი გარანტორიც არის ქართველი ხალხი და რაც მთავარია მისი განწყობები, და ნაკლებად თუნდაც გარე ფაქტორები. ამიტომაც ვერ გადაიბირა ოპოზიციამ საკმარისი რაოდენობა დეპუტატებისა. ამიტომაც აგებს 2012 წლიდან ოპოზიცია პრაქტიკულად ყველა სახის არჩევნებს, როდესაც აქცენტს არა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე, არამედ უცხოეთში ეძებს,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ