დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"თუ ასეთი ცოტნე დადიანები არიან, არჩევნებს გამოუცხადონ ბოიკოტი“ - იგორ კვესელავა ოპოზიციაზე 25.06.2020 14:01

"ამ უაზრო უპრინციპობით ოპოზიცია ისევ საკუთარ თავს ვნებს, თორემ საკონსტიტუციო ცვლილებები მაგათ გარეშეც მიიღეს. ასეთი პრინციპულები თუ არიან, ასეთი ცოტნე დადიანები, მაშინ არჩევნებს გამოუცხადონ ბოიკოტი, ისტორიაში მაინც დარჩებიან, რომ რურუას გამო არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ოპოზიციის ბოიკოტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "თუ ასეთი ცოტნე დადიანები არიან, არჩევნებს გამოუცხადონ ბოიკოტი“ - იგორ კვესელავა ოპოზიციაზე

 

"საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, ეს პროექტი 100%-ით უკვე გასულია. მაგრამ რასაც ოპოზიცია აკეთებს, ეს არის კაპრიზი; როგორ დაიხიონ უკან, რადგან სიტყვა უკვე თქვეს. ამ უაზრო უპრინციპობით ოპოზიცია ისევ თავის თავს ვნებს. თუ ასეთი პრინციპულები და ცოტნე დადაიანები არიან, რომ რურუას გამო არ იღებენ კენჭისყრაში მონაწილოებას, მაშინ კეთილი ინებონ და საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისტორიაში მაინც დარჩებიან, რომ რურუას გამო არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. რურუა დამსახურებულად ზის ციხეში, თავისი ისტორიითა და შემოქმედებით. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, რომელსაც ვერ იყოფენ, არც ეს იყო გასაკვირი. ჯერ ისეთი ხალხი დააყენეს თბილისში, სადაც ამ ხალხმა უკვე მერამდენედ წააგო; ნათელაშვილი ნაძალადევში იყრის კენჭს და თუ ხელისუფლებამ მართლაც თეა წულუკიანი დაუპირსიპირა, შეიძლება წააგოს, რადგან წულუკიანი ძალიან ძლიერი და გამოცდილი პოლიტიკური ფიგურაა. 2012 წელს სწორედ ოპოზიციაში მყოფმა მოუგო ეს რაიონი მაშინდელ ხელისუფლებას. როგორც მინისტრიც ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, "ოცნების" მინისტრები მიდიან-მოდიან, ის კი წლებია მედგრად დგას ამ პოსტზე, თანაც ასეთ რთულ სამინისტროში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ვინც ნათელაშვილის ფანჩატურში იკრიბება, ადრეც ვამბობდი, რომ ერთობას ვერ შეინარჩუნებდნენ, მათი გაერთიანება იყო დროებითი. ვინ არის ეს ხალხი, რა მოუხნავთ ან რა მოუმკიათ, მხოლოდ სათავისოდ ხნავენ და იმკიან და დაუოკებელი სურვილი აქვთ მოვიდნენ ხელისუფლებაში; მთელი ამ ხნის განმავლობაში ქარიშხალი უნდოდათ დაეთესათ, მაგრამ მხოლოდ ქარი დათესეს, რომელიც ქარიშხლად ვერ გადაიქცა. გაკოტრებულები არიან, ერთი პროგარამაც ვერ შესთავაზეს ხალხს, მარტო ლანძღვა-გინება. ასე კი ქულებს ვერ დაიწერენ. რამდენადაც სენსაციურად არ უნდა მოგეჩვენოთ, არ არის გამორიცხული, რომ ქულების დასაწერად გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაც თვითონ გაავრცელეს, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქულები ვერც ამით დაიწერეს.რა შეეხება „ოცნებას", ძლიერად გამოიყურება ასეთი გაკოტრებული ოპოზიციის ფონზე, თორემ იქაც ბევრს სძინავს. "ოცნება" როგორც პარტია აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და ახალ სიებში შეყვანილი უნდა იყვნენ ნამდვილი პროფესიონალები. იურისტები, ეკონოსმისტები, მეცნიერები. წინა პარლამენტებში კიდევ იყვნენ მეცნიერები, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტში დამისახელეთ ერთი მეცნიერი თუ არის, მეცნიერთა ჯგუფზე აღარაფერს ვამბობ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, არჩევნებამდე დრო კიდევ რჩება; თუ ამ პერიოდში რაიმე სასწაული არ მოხდა, „ოცნება" 51%-ზე მეტ ხმას აიღებს, შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეს. ოპოზიციამ, ვქვათ, აიღო 45%, ეს იქნება მთელი ოპოზიციის პროცენტი და არა ერთი პარტიის და მერე ერთმანეთს პარლამენტში დაჭამენ," - განაცხადა „რეზონანსთან" იგორ კვესელავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ