დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მოსკოვი აღნიშნავს, რომ თბილისი კორონავირუსის გავრცელების თემის პოლიტიზებას ცდილობს 25.06.2020 20:42

მოსკოვი აღნიშნავს, რომ თბილისს კორონავირუსის გავრცელების თემის პოლიტიზების მცდელობა აქვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი რუდენკოსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა პანდემიის შენარჩუნების პირობებში რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში აქტუალური საკითხების განხილვა განაგრძეს. ზახაროვას თქმით, მოსკოვმა გამოხატა შეშფოთება თბილისის დესტრუქციული ხაზის გამო.

 

„გრძელდება ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თემის პოლიტიზირების მცდელობა მოხდეს. ამ ფონზე შეუძლებელია მწუხარებას არ იწვევდეს საქართველოს ხელისუფლების უარი მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით, სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციულ დიალოგზე, პირველ რიგში, საზღვრისპირა დოსიეზე“ , - განაცხადა ზახაროვამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ