00:05 26.06.2020
„კოვიდ-19"-ის მეორე ტალღა გერმანიაში? ისევ დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები, მუზეუმები და გამოფენები, აიკრძალა სოციალური კონტაქტები“

სიმონ კილაძის პოსტი:

 

 

„გერმანიის დასავლეთ რეგიონებში კორონავირუსმა ისევ დაიწყო ბობოქრობა, ისევ დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები, მუზეუმები და გამოფენები...აიკრძალა სოციალური კონტაქტები“, - ნათქვამია რადიო „დოიჩე ველე“-ს («Deutsche Welle») მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ლოკდაუნი გერმანიის ორ ოკრუგში: კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა?“. პუბლიკაციაში მიმოხილული და გაანალიზებულია კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გერმანიაში. განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა სახიფათო ფაქტს - „კოვიდ-19“-ის აფეთქებას გერმანიის დასავლეთ ნაწილში მდებარე რეინ-ვესტფალიის მხარეის ორ ოკრუგში - გიუტერსლოში და ვარენდორფში, არის ცალკეული ლოკალური აფეთქებები ბერლინშიც. ვირუსოლოგები განგაშს სტეხენ: გერმანია შეიძლება კორონავირუსის მეორე ტალღამ წალეკოს.

 

ყველაზე საგანგაშო სიტუაციაა გიუტერსლოში, სადაც ბოლო 7 დღის განმავლობაში 338 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა ასი ათას ადამიანზე. აფეთქების ეპიცენტრი გახდა კომპანია „ტონიერს“-ის ხორცკომბინატი, რომელიც გერმანიაში ხორცის გადამუშავების უდიდეს საწარმოს წარმოადგენს. 7ათასი მოსამსახურიდან „კოვიდ-19“-ით 1700 დაავადდა. რამდენს გადაადეს ავადმყოფმა მუშა-მოსამსახურეებმა ვირუსი, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებს, ჯერ-ჯერობით უცნობია, მიმდინარეობს კვლევა. გერმანელი ვირუსოლოგების აზრით, ხორცკომბინატში არსებული პირობები ვირუსის გავრცელებისათვის იდეალურია: ცივ საამქროებში, სადაც ხორცის დაჭრა ხდება, ადამიანები გვერდი-გვერდ მუშაობენ, მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ტექნოლოგიური ხმაურის გამო, მუშებმა რომ ერთმანეთს გააგონონ, საჭიროა ყვირილი, რაც ფილტვებიდან აეროზოლის მკვეთრ გამოფრქვევას იწვევს - კოორნავირუსი ხომ ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება... დაბალი ტემპერატურა კი მის მდგრადობას ზრდის.

 

როგორც ჰესენის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ფრიდმან ვებერი ამბობს, საამქროებში არსებულმა დაბალმა ტემპერატურამ და ჰაერში გაბნეულმა კონცენტრირებულმა ამონასუნთქმა აეროზოლმა დახურულ გარემოში გამოიწვია ის, რომ ადამიანები მასობრივად დაავადდნენ. ასეთ სიტუაციაში „კოვიდ-19“ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ავტორიტეტული გერმანელი ვირუსლოგი კრისტიან დოსტენი, რომელიც ბერლინის უნივერსიტეტის კლინიკის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, შიშობს, რომ ჩრდილეთ-რაინ-ვესტფალიაში გავრცელებული კორონავირუსი შეიძლება გერმანიაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე ტალღის წყარო გახდეს. მან თავის ყოველდღიურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვირუსის განმეორებითი აფეთქების მიზეზს შემზღუდავი საკარანტინო ზომების ნაადრევ მოხსნაში ხედავს“ „ჩემი აზრით, ერთი თვის შემდეგ ძალიან სერიოზული პრობლემა გვექნება, თუ განგაშს არ ავტეხთ“.

 

იგივეს ამბობს ბერლინის რობერტ კოხის სახელობის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ ლოტარ ვილერიც: „ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ. როგორც კი ვირუსს გავრცელების შანსს მივცემთ, „კოვიდ-19“ იმავწუთს ისარგებლებს და დღევანდელი მდგომარეობა სანატრელი გავიხდება“.

 

წყარო: https://p.dw.com/p/3eHFl




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge