ნინო კვაჭანტირაძის პოსტი:
ყველააააას!!!
რას არ ვიგონებ, ვერა და ვერ ვწყნარდები, ვერ ვინელებ საღსალამათი, ანგელოზივით ბიჭის ასე ჩამქრალ სიცოცხლეს. სპორტით დაკავდნენ ახალგაზრდებიო, სპორტით კი არა ადამიანობით, კაცთმოყვარეობით, სიკეთით უნდა დაკავდნენ სადაც არ უნდა იყვნენ, მაშინ არც ქუჩა, არც დაქირავებული ბინა იქნება საშიში და არც ლხინი, არც დაბადების დღე და არც რესტორანი. გუშინ ვუსმენდი, ტელევიზით ვიღაც "ფილოსოფოსობდა", ბავშვებმა შვლის ნუკრის ნაამბობი არ უნდა წაიკითხონ, არც მულტფილმი უნდა ნახონ, ზედმეტი ემოცია დამთრგუნველიაო. მე კი მგონია, დიახ, სწორედაც უნდა ნახონ, გულიც უნდა ეტკინოთ, ცრემლიც წამოუვიდეთ, შვილს დედას რომ მოუკვლავენ, აბა, დედის სიცოცხლე ხომ იმ წუთას მთავრდება, როცა შვილს უკლავენ, ასწავლეთ შვილებს სიბრალული, სიკეთე, მოწყალება... არა მგონი, დღეს მკვლელები დაუსჯელები დარჩნენ და პასუხი არ აგონ, მაგრამ იმ ბიჭს რაღა ეშველება, იმის დედას, გაუბედურებულ ოჯახს და მისიანებს...ვის რაში სჭირდება კუნთებადქცეულების გავეშებულების ღონის დემონსტრირება და ჩემპიონობა, 4 დღე მდინარე დაატარებდა უდანაშაულო ბიჭის ცხედარს და ვაჟკაცობა ერთსაც არ ეყოო, ეთქვათ, რომ ბიჭი აიძულეს მომკვდარიყოო, ნეტა რას ელოდნენ, რაას? ფუუუ, თქვე უნამუსოებო!!! ჩვენ ჰუმანური საზოგადოება გვჭირდება, სიყვარული გვჭირდება, ერთმანეთის დანდობა გვჭირდება, ესაა ყველაზე დიდი იარაღი, ესაა დედების ნუგეში, სიმშვიდის და ბედნიერების პირობა, ესაა, ეეეს!!! მამებოო, სადა ხართ, გვიხსენით დედები ასეთი განსაცდელებისგან, თვალი არ მოხუჭოთ, სანამ შვილები ფრენას ისწავლიან...
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge