დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„ვინც მარიხუანის ლეგალიზება მოითხოვა და მოახდინა, ყველანი გიორგი შაქარაშვილის მკვლელები ხართ!“ 26.06.2020 23:31

გიორგი გიგაურის პოსტი:

 

ყველანი გიორგი შაქარაშვილის მკვლელები ხართ! როგორც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მამამ ჟურნალისტებთან აღიარა, საგურამოში გამართულ გოგოს დაბადების დღის საბედისწერო სუფრაზე, გოგოებმა ბიჭებს მარიხუანა შესთავაზეს და მოაწევინეს! ანუ მარიხუანით დაბნედილებმა დაიწყეს ყირაობა, რასაც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე შეეწირა! აი, ასე გაწირეს და დაადებილეს ახალგაზრდები უძლიერესი ჰალუცინოგენის - მარიხუანას დეკრიმინალიზაციით და, ფაქტობრიბვად, ლეგალიზაციით! ჰოდა, პირდაპირ ვამბობ: ვინც მარიხუანის ლეგალიზება მოითხოვა და მოახდინა, ყველანი გიორგი შაქარაშვილის მკვლელები ხართ!

 

გამოსავალი ერთია: მარიხუანის ერთხელ მოხმარებაზე - 3000 ლარიანი ჯარიმა, განმეორებით მოხმარებაზე - ციხე! ნარკობარიგებს კი - სამუდამო პატიმრობა!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ