დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"დღემდე არ ვიცით, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული - ამბოხება თუ მხოლოდ მასობრივი არეულობის ორგანიზება?" 27.06.2020 13:08

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"მაქვს ვებერი, როცა სოციალური ქცევის ტიპებს აღწერდა, ცალკე გამოყოფდა - აფექტის, რასაც არც მიზანი აქვს და არც რაიმე რაციონალობა არ ახასიათებს, კატეგორიას; აფექტს ქართველები -რეგვნობასაც ვუწოდებთ;


სრულიად აშკარაა, რომ გავრილოვის ინციდენტმა აფექტი გამოიწვია, ხოლო შემდეგ, სახელმწიფოს მტრებმა - ნაცებმა, ეს უმიზნო და ირაციონალური აფექტი, ანუ ქართულად - რეგვნობა, უმძიმესი დანაშაულის - პარლამენტზე შტურმის ორგანიზებისთვის გამოიყენეს;


გუშინ, ერთ-ერთმა ნაცმა ცინიკურად იკითხა კიდეც - თუ ეს პარლამენტზე შტურმი იყო, ამ ბრალდებით რატომ არავინ გასამართლებულაო?! სამწუხაროდ - გახარიამ ამ ცინიკურ კითხვას საკადრისი პასუხი ვერ გასცა, რადგან ამ დანაშაულის მკაფიო სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა და სამართლის ენაზე დღემდე არ ვიცით, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული - ამბოხება თუ მხოლოდ მასობრივი არეულობის ორგანიზება? სამართალს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი ვერ გაუცია, ამიტომაც - კვლავ უნდა ველოდოთ „პოლიტიკური სპეკულიანტებისგან“, როგორც მათ გახარიამ სამართლიანად უწოდა, მორიგ პროვოკაციებს.


რასაკვირველია, გავრილოვის ინცინდეტი

ფორმალურად - პროცედურულია, თუმცა არსებითად ერთგვარი უმწიფრობის მაჩვენებელიც არის, რადგან დაკავშირებულია პარლამენტის სხდომათა დარბაზის სრულიად უადგილოდ და უგუნურად გამოყენებასთან;


ხოლო საგარეო-პოლიტიკური პრობლემა გაცილებით ღრმაა და ამ შეკითხვაზე პასუხს თხოულობს: მიზანშეწონილია თუ არა, რომ საქართველო იყოს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და მონაწილე, სადაც ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენელი ოფიციალურად თანათავმჯდომარეობს? ეს არ არის აფექტით გადასაწყვეტი საკითხი და ამას, ცივი გონებით განსჯა, აწონ-დაწონვა, ყველა „პრო“ და „კონტრა“ არგუმენტების შეჯერება სჭირდება;


მეორეს მხრივ, აფექტური საზოგადოებრივი რეაქცია ამ სამწუხარო ინცინდენტზე, ასევე სოციალური უმწიფრობის მაჩვნებელია, ხოლო მისი წახალისება, მისი სახელდება „ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტად“ და ამ ფორმით გამართლება, ცხადია, ხელისუფლებისგან მოსაწონი საქციელი სულაც არ არის;


ხელისუფლების ვალია არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვას ისეთი ინცინდენტი, რაც მსგავს აფექტურ რეაქციას გამოიწვევს; მაგრამ ასევე - ასეთი აფექტური რეაქციები ადექვატურად უნდა შეფასდეს და ყოვლად დაუშვებელია, მათ მსგავსი განვითარება, რაც 20 ივნისს მოხდა, მიიღონ;


აფექტის, როგორ სოციალური, უფრო სწორედ - ასოციალური ქცევის, მიმართ, ყველა ცივილიზებულ ერს და ბუნებრივია, ჩვენ - ქართველებსაც, დიდი ხანია ადექვატური დამოკიდებულება გვაქვს;


ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უამრავი ხალხური ზღაპარია, სადაც მასხრად არის აგდებული აფექტებზე აწყობილი, რეგვენული სოციალური ურთიერთობა და ამასთან დაკავშირებით, ქართული ზღაპრების მოტივებზე დადგმული ბრწყინვალე კინო შედევრი - „ლონდრეც“ შეიძლება გავიხსენოთ: როცა გარიგების პირობა რომელიმე მხარის „გაბრაზება“, წყობიდან გამოყვანა და აფექტამდე მიყვანაა, ასეთი გარიგების ინიციატორი ბოლოს ნოშრევანივით გაგიჟდება;


რასაკვირველია, ქართული პოლიტიკის „ნოშრევანიზაცია“ , რასაც აფექტური რეაქციების გამოწვევაზე გათვლილი ნაცების მიერ შემოთავაზებული თამაშის ბოროტი წესები ბოლოს და ბოლოს უსათუოდ გამოიწვევს, ხეირს არავის, მათ შორის - არც „ლონდრეებსა“ ან „ამეთვისტოებს“, არ დააყრის...


განსაკუთრებით გულსატკენი ისაა, რომ სირეგვნის და აფექტის „გულწრფელი ახალგაზრდების პროტესტად“ მონათვლაც ამ ნაც-ნოშრევანიზაციის, საუბედუროდ - შეუქცევადი პროცესის ნაწილია," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ