17:49 27.06.2020
„ნუ დაუჯერებთ ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელ მედიას - ოკლაჰომაში ჩემს გამოსვლას „ფოქს ნიუსის“ ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა - ეს არის ნამდვილი რეიტინგები“

„ფეიკნიუს“ მედია ცდილობს, ჩემი რეალური რეიტინგი დამალოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ნუ დაუჯერებთ ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელ მედიას. ოკლაჰომაში ჩემს გამოსვლას „ფოქს ნიუსის“ ისტორიაში შაბათი დღის სატელევიზიო ჩვენებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ჩემმა ინტერვიუმ შონ ჰენიტისთან ხუთშაბათს მთელი ტელესივრცე გადაფარა, ერთად აღებულ „სიენენსა“ და „ემესდიენდისიზე“ მეტად. ეს არის ნამდვილი რეიტინგები“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

 

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენსა და ნენსი პელოსის დაამარცხებს და მოსახლეობას გადასახადების გაზრდისგან დაიცავს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge