დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ნაცებს“ რაც კი დარჩენია, ეს არის ჰებელსის საუკეთესო ტრადიციებში, დეზინფორმაციის გავრცელება - თუმცა იგივე ჰებელსი ამბობდა, პროპაგანდა ძალას კარგავს, როგორც კი ნამეტანი აშკარა ხდებაო“ 27.06.2020 19:07

ზაალ ანჯაფარიძის პოსტი:

 

„ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“ - ვერ მოხდება „ნაცმოძრაობის“ მისი განშტოებების შეცვლა, ვერანაირად! ნაცებმა და მათმა სატელიტმა მედიამ, როგორც სჩვევიათ, და ეს რაც უკვე არაერთხელ ვნახეთ, გადაწყვიტეს ახალგაზრდა კაცის გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული სიკვდილი, საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ზუსტად ასეთივე სცენარით ცდილობდნენ სათავისოდ გამოეყენებინათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია. ამის მკაფიო მაგალითია მათ „მთავარ“ რუპორზე „გვარამვიზიაზე“ გასული სრულიად ამაზრზენი ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიება,“ შაქარაშვილის დაღუპვის გარემოებებზე და მცდელობა როგორმე ივანიშვილთან დააკავშირონ ეს ამბავი. რომელსაც რა თქმა უნდა არავითარი საერთო ჟურნალიზმთან არ აქვს და განხილვასაც კი არ საჭიროებს. ყველაფერი აგებულია სუბიექტურ განცდებსა და შეკვეთილ ნარატივზე.


დიდი ალბათობით ამ თემას აიტაცებს და განავრცობს „ნაცების“ მომსახურე ტელევიზიების სამეული, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრატორი, თუ როგორ ცდილობს ბოლო ხავსს ჩაებღაუჭოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გრძნობს, რომ კარგავს ქვეყანაში ამომრჩევლის მხარდაჭერას და რაც კი დარჩენია, ეს არის ის ჰებელსის საუკეთესო ტრადიციებში დეზინფორმაციის გავრცელება. თუმცა იგივე ჰებელსი ამბობდა, რომ პროპაგანდა ძალას კარგავს როგორც კი ნამეტანი აშკარა ხდებაო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ