დღე: 20

ღამე: 8

USD 2.6699

EUR 2.845

„იმ უბედურ საღამოს სად იყვნენ გოგოები, თვალში არ მომხვდა, რომ რომელიმეს ეაქტიუროს გაშველებაზე - გოგოებო, ყველა თქვენი გადადგმული ნაბიჯი უბედურების პროცენტს ან ზრდის, ან ამცირებს!“ 27.06.2020 19:39

მანჩო გიორგობიანის ბლოგი:

 

გოგოები და ბიჭები...

 

არადა , რამდენი რამე უნდა გაითვალისწინოს გოგომ, როდესაც ბიჭებთან ერთად არის, რომ არ შექმნას უხერხულობა და არ მოხდეს მის გამო რამე შელაპარაკება, კონფლიქტი და თუ მაინც მოხდა ასეთი და ბიჭები გარეთ გავიდნენ, აუცილებლად უნდა გახვიდეთ გოგოებიც და ეცადოთ შეჩერებას, რაც არ უნდა გაგინონ, აჯობებს თქვენ გეჩხუბონ ბიჭები, ვიდრე ერთმანეთს... ეს ყველაფერი მერე სიცილით გაგახსენდებათ, მთავარია იმ წუთას ჩააქროთ ცეცხლი.. რაც შეეხება ამ ყბადაღებულ "ბილეთებგაყიდულ" დაბადების დღეს, რა თქმა უნდა, გაგვაოგნა ასეთი დღის კომერციალიზაციამ, მაგრამ რატომ გვიკვირს? რაც დავთესეთ -ფული, ფული, ფული!... იმას ვიმკით ჩვენ ბავშვებში, ამიტომ მათში კი ნუ ვეძებთ დასააძრახ ქცევებს, საკუთარ თავებში მოვიკითხოთ, ჩვენ რამდენი რამე შეგვეშალა, რას ვაყურებინებთ და რას ვასწავლით ამდენი ხანია? "მოხუცი თუ შემოვიდა ავტობუში , ადგილი არ დაუთმო, შენც ხომ ნაყიდი გაქვს ბილეთი, არ ადგე"... "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი", " მე ვიყო კარგად , და სამშობლო არა, ტოროლა".. მე.. მე... მე ... ეგოცენტრიკების თაობა გავზარდეთ, რომელიც თავს იკლავს იმიტომ, რომ მშობლები და მასწავლებლები გაამწაროს ... და ამას საზოგადოების ნაწილი ტაშს უკრავს და გმირობად აფასებს... რას ვიღებთ? სუიციდით შურისმაძიებლებს - ტელევიზიების და "საზოგადოების" წახალისებულმა ხუთმა ბავშვმა იგივე გააკეთა იმავე კვირაში!!! ბავშვების ბრალია, თუ ჩვენი?!


არადა , გარდატეხის ასაკში, ალბათ ბევრს მოვსვლია თავში ასეთი სისულელე, მაგრამ დედ-მამა , ახლობლები შეგვცოდებია და თავს ამიტომ გავფრთხილებივართ.. აბა, კარგად გაიხსენეთ, არ გქონიათ ასეთი ფიქრი თავში? ვაიმე, მე რომ რამე დამემართოს, ჩემებს რა ეშველებათ მერე, ცოდოები არიან ამდენი ტირილისთვის?!.. მაგრამ ჩვენ გვზრდიდა ბაღი, სკოლა, ბებია-ბაბუები, ოჯახებში ვიზრდებოდით, მეზობლები, წრეები, სადც დავდიოდით, სადაც არ უნდა მივსულიყავით, ყველგან ცდილობდნენ სამაგალითო ადამიანებზე მოეყოლათ რამე, გაიხსენეთ .. და დღეს , რა ესმით ტელევიზორებიდან , "ვაიმე, ჩემ შვილს როგორ ვუთხრა, რომ საკაიფოდ ამსტერდამში დავდიოდით?!" , ან "პლანი სასარგებლოა და ვითხოვთ ლეგალიზაციას" იტყვის რომელიღაც იდიოტი, ან "ერთხელ , ორჯერ და ჩვიდმეტჯერ მორფის გაკეთებით მორფინისტი ვერ გახდებით"... ან "კლუბური ნარკოტიკი მსუბუქია" და ის რომ შიზოფრენიკებად ყალიბდებიან პლანის და კლუბურების მომხმარებლები, ეგ არაფერი?! მოზარდს ეს უნდა ასმენინო და ეს უნდა ურჩიო ბებერმა დუპლეტმა?! ჩვიდმეტჯერ გასინჯვაში რამდენი გარდაიცვლება და დაიღუპება-დაჯდება ნარკოტიკზე ვის ვთხოვთ პასუხს, ბავშვებს, ახალგაზრდებს? რომლებსაც ჩვენ ჯერ ხომ რეებს ვაყურებინებთ , მერე კიდევ გამოვუტენეთ ათასი კრეტინობით თავი და ამდენი წელია ვერ აღვკვეთეთ ნარკოტიკის აგიტაცია - პროპაგანდა?! კანონის მიღებას ვერ ვეღირსეთ!!!


ჩვენი შვილები სად აღიზარდონ? კი არ გაიზარდონ, არამედ აღიზარდონ? ბაღში? არა , სკოლაში? არა, ძიძებთან? რას ველით? ან ტელევიზორში რას უყურებენ 24 საათი, ან ინტერნეტში მით უმეტეს, სადისტური თამაშები, სულ სისხლით, კინოებზე აღარ მაქვს ლაპარაკი... განათლების სისტემა მორღვეული, ფასეულობები მუდმივი დარტყმების და დაცინვის ქვეშ .. "შეძახილმა ხე გაახმოო.." - არ გაგიგიათ?!.. და გაყიდული ბილეთები გაგვიკვირდა? "ბიზნესურად" რომ მიუდგე, ძალიანაც სწორად მოიქცა - საკუთარი დაბადების დღიდან ფული გაჭრა -საღოლ!.. რა ვასწავლეთ უკეთესი, რომ ეხლა ვეჩხუბებით მორალზე? მადლობლები არ ვართ, რომ ფულს ივენთებით შოულობს და არა ბევრად უარესი რამით?!... რას უყურებენ გოგოები ჩვენ ტელევიზიებში და "პოპულარულ" თოქ-შოუებში? ვინც იბოზა და იპუტანკა, ქალიან -კაციანდ, ყველა "შესაშურად" ცხოვრობს, ახარბებენ მათ "გარდერობებს" , მანქანებს , სახლებს და ა.შ... იმას კი არ აჩვენებენ, რომ სიყვარულით უნდა იცხოვრო, თუ გინდა ბედნიერება და ტკბილი მოგონებები , პუტანკა რომ დაბერდება, რა უნდა გაიხსენოს, "ევრო-რემონტი"? მანქანა? თუ უსიხარულო და გულისამრევი სექსი ფულის და ქონების გულისთვის ? ყველა მოვთქვამთ და ვგოდებთ, რომ ცხოვრება შეიცვალა, აღარც ეთიკაა და აღარც ესთეტიკა , ინტელიგენცია სანთლით უნდა ეძებო , ტყუილები, ტყუილები ოხრად -მარჯვნივ გაიხედავ, მარცხნივ თუ პირდაპირ... რაც უფრო უღირსი ხარ, მით უფრო ტაშს გიკრავენ .. უფრო სწორად , უღირსების აღლუმია, ხოლო საზოგადოება დაიქანცა , თან სახელმწიფოც არ თუ ვერ გვიწობს ხელს.. არადა ელენენტარული რაღაცეების მოგვარება შეიძლებოდა და პრევენციით ერთი ბავშვიც რო გადავარჩინოთ, უკვე დიდი საქმეა!...

 

დავფიქრდი და ბავშვებმა, უმრავლესობამ , არც ბიჭებმა იციან მოქცევა, არც გოგოებმა... არ იციან რას რა შეიძლება მოჰყვეს, მეგობრობაც გაუგებარი, გვერდში დგომა თუ არდგომაც გაუგებარი... არავინ არავის უფრთხილდება , ხოლო მარტოდ დარჩენილი ადამიანი ყოველთვის ვერ შველის თავის თავს..
შეცდომები შეცდომებზე , ჩვენ კი ვსხედვართ და პატარა ბავშვებს განვიკითხავთ, იმის მაგივრად, პრობლემები საკუთარ თავებში ვეძებოთ და ხმამაღლა ვთქვათ, რომ რაც და რგორც ხდება, არის ჩვენი ყველას ბრალი, საზოგადოების ბრალია, საზოგადოების , რომელმაც შვილები მიაბარა ძიძებს, ტელევიზორებს, ინტერნეტს და განათლების სისტემას - ამ ყველაფერმა განვითარების მაჩვენებელი დაწია პლინტუსს ქვემოთ.. დიახ! საერთო დონე არის უდაბლესი, დაბინძურებული ტვინებით და მეშჩანურად მოქოქილი, ყალბი პათეტიკით , მუსიკაში შეფარული უგემოვნებო პოეზიით (აბა, კარგი ლექსი თვითონ მელოდიაა), რაც საზოგადოება "ჩამოყალიბდა", იგივე "თანამედროვე მწერლობაც" არაფრისმომცემი , პრიმიტიული მაკულატურა... იმის მაგივრად, ერთი-ორი კარგი პოეტი და მწერალი გამოგვრევია, ისინი წავახალისოთ, ან კლასიკა დავაძალოთ ბავშვებს, ჩვენ თვალწინ ატენიან, უფეტიშებენ ნაგავს და მერე გვიკვირს, უგემოვნებო და უაზრო რატომ გაიზარდაო?!

 

ისევ ხმამაღლა ფიქრი გამომდის, გოგოებზე ვფიქრობდი... იმ უბედურ საღამოს სად იყვნენ გოგოები, რაღაც თვალში არ მომხვდა, რომ რომელიმეს ეაქტიუროს გაშველებაზე.. არადა, გოგოებს ბევრი შეეძლოთ... ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ბავშვების ასე ლანძღვა არ შეიძლება.. დაიბნენ... შეეშალათ, არ იცოდნენ.... დიდი შეცდომა ის ყო, რომ სხვადასხვა სასტავების ბიჭებს მოუყარეს ერთად თავი, რაც აპრიორი სულ ცოტა გაროჟვებია, იაზვობებია და 80% კონფლიქტიც გამომცხვარია, რატომ რისკავენ თუნდაც "ივენთის" ჩაშხამებას , უფრო უარესზე თუ არ ეფიქრებათ?!... მეორე დიდი შეცდომა, რაღაც ვერსად მოვკარი თვალი, სამწუხაროდ ვერც ჭორად, რომ გოგოები გაშველებას ეცადნენ... ეს ძალიან ცუდია... რა ვიცი, ჩვენ , ჩვენ ნასვამ მეგობრებს ბოლომდე ვუვლიდით, ბევრ ჩხუბებში ჩავმდგარვართ შუაშიც , იარაღების ტრიალშიც, სხვათა შორის და არაფერი, გაგვიშველებია , ყოველთვის ვცდილობდით , ან თუ გვიან მივსულვართ , უკვე მომხადარზე, დაჭრილებს გოგოები დავარბენინებდით საავადმყოფოებში და ჩვენ ვპატრონობდით, დაბნეულ და გაქცეულ ბიჭებს კი არ ვატოვებდით ერთმანეთს და მილიციას, წიწილეიბვით ვითვლიდიდთ ყველას , ყველა სამშვიდობოს უნდა ყოფილიყო...

 

მეგობრების შარში მიტოვება და დატოვება ჩემთვის წარმოუდგენელია.. გოგოები.. გოგოები... შუაში უნდა ჩახტომოდნენ და მოეთხოვათ დაშლა .. გაემართათ ისტერიკა, მანქანებში გადანაწილებულიყვნენ, რომ იმ ღამეს შეკრებისთვის ხელი შეეშალათ, თუნდაც ხვალამდე... ბიჭებსაც სხვა გზა არ ექნებოდათ .... აი, "ხვალ" - გაგრილებულზე, ფხიზელზე, ყბედურება ნაკლებად ხდება.. არ ვამბობ რომ არ ხდება,, მაგრამ დაძაბულობისას, გოგოებო, იცოდეთ, რომ ყველა თქვენი გადადგმული ნაბიჯი უბედურების პროცენტს ან ზრდის ან აკლებს!!! გაფრთხილდით და გაუფრთხილდით !

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ