დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თიანეთის მუნიციპალიტეტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ბეშენკოვიჩის რაიონს შორის 27.06.2020 21:42

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს:

 

2020 წლის 26 ივნისი მნიშვნელოვან თარიღად დარჩება ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიაში - ამ დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თიანეთის მუნიციპალიტეტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ბეშენკოვიჩის რაიონს შორის. 1944 წლის 26 ივნისს ყველა ქართველისათვის საამაყო პოეტი, მირზა გელოვანი, სამშობლოდან შორს, ბელარუსის მიწაზე, მტერთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. მან ფაშისტი ოკუპანტებისაგან ბეშენკოვიჩის რაიონის გათავისუფლებას შესწირა სიცოცხლე. მირზა გელოვანი დაკრძალულია ბეშენკოვიჩის რაიონის სანიკის ძმათა სასაფლაოზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალურად ამ დღისთვის თიანეთის მუნიციპალიტეტში ჩამობრძანდა ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი მეუღლესთან და საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად.

სტუმრებს თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა უმასპინძლა, მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა და პოეტის მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერებინა, სადაც მოეწყო ტელეხიდი ბელარუსში, ბეშენკოვიჩის რაიონის ხელმძღვანელობასთან. თამაზ მეჭიაურმა და ბეშენკოვიჩის რაიონული აღმასკომის თავმჯდომარე გალინა უნუკოვიჩიმ ერთმანეთს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მიმართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დისტანციურად მოაწერეს. მხარეთა შეთანხმებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდგომ, თიანეთსა და ბეშენკოვიჩის რაიონს შორის, სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, გაფორმდება დამეგობრების ხელშეკრულება.

 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ, მუზეუმის ეზოში სტუმართა საპატივსაცემოდ შესრულდა რამდენიმე კულტურული ნომერი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, რომლებსაც ელჩი ბელარუსული ტკბილეულითა და ნაყინით გაუმასპინძლდა. ღონისძიებას უძღვებოდა ცნობილი მსახიობი ბესო ბერულაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ