დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ვერ წარმოვიდგენდი, თუ საქართველო ასე ძალიან ჰგავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს - როგორ უძლებს ივანიშვილი ამ ყოველდღიურ დაუნდობელ თავდასხმებს!“ 28.06.2020 15:18

სოსო ჭუმბურიძის პოსტი:

 

მართლა გავოცდი:
ვერ წარმოვიდგენდი, თუ საქართველო ასე ძალიან ჰგავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.


***
ამ დილით, გავხსენი თუ არა ფბ, პაატა ჩხეიძის პოსტი შემომეფეთა. აშშ - ის თვალსაჩინო ფილოსოფოსსა და პოლიტიკურ მოაზროვნეს კლაეს რინს ვკითხე, რა ხდება თქვენთანო, - გვეუბნება ბატონი პაატა და პასუხსაც გვაცნობს.


პასუხი კი გამაოგნებლად ნაცნობ სურათს გვიხატავს.

აი, რას ბრძანებს ბატონი რინი:

1.„საპრეზიდენტო შეჯიბრი ტრამპსა და ბაიდენს შორის კი არ მიდის, არამედ - ტრამპსა და მასმედიას შორის";

2. „ბაიდენი აშკარად რიგითი ტიკინაა, იგი არაფრის მაქნისია, მაგრამ მას იცავს მედია, რომელიც მალავს მის დაქვეითებულ გონებრივ შესაძლებლობებს და არაფერს ამბობს მის კორუმპირებულობაზე";

3. „გასაოცარია, როგორ უძლებს ტრამპი ამ დაუნდობელ ყოველდღიურ თავდასხმებს";

4. „ეს უკანასკნელი(მედიას გულისხმობს), ძალზე მცირე გამონაკლისის გარდა, ძველი აშშ - ის ისტებლიშმენტის პოლიტიკური იარაღია."

 

***
ჩასვით ტრამპის ნაცვლად(ტექსტში) ივანიშვილი, სააკაშვილის მაგიერ - ბაიდენი, საპრეზიდენტოს ნაცვლად - საპარლამენტო, ამერიკული მედიის ადგილას - ქართული.
დარწმუნდებით, რომ სურათი ზუსტად იგივეა.

 

***
თვითონ მხოლოდ ერთგან ჩავსვამ:

გასაოცარია, თუ როგორ უძლებს ივანიშვილი ამ ყოველდღიურ დაუნდობელ თავდასხმებს!


***
ღმერთმა გაძლება მისცეს!..

***
და ბოლოს: გმადლობთ, ბატონო პაატა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ