დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„არ გინდა ბოდიში მოუხადო ამ ქვეყანას - შენთვის რომ დაგვეჯერებინა, ხომ ათასობით დაავადებული და ასობით გარდაცვლილი თანამოქალაქე გვეყოლებოდაო!“ 28.06.2020 19:48

ირაკლი მელაშვილის პოსტი:

 

გახსოვთ ხომ, რა ამბავი იყოო ატეხელი კოვიდ 19 -ზე ტესტირებების რაოდენობაზე? რას არ კადრულობდა ზოგიერთი მართლა ვაი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმი, რომ თურმე არასაკმარისი ტესტირების გამო გვქონდა დავირუსებულების ასეთი დაბალი ოფიციალური მაჩვენებლები, რომ სპეციალურად ხდებოდა, რათა სტატისტიკა არ გაუარესებულიყო და ა.შ. ახლა ვნახე ოფიციალური მონაცემები, მილიონ მოსახლეზე ტესტირებულთა რაოდენობით (25 507) საქართველომ გადაუსწრო სამხრეთ კორეას (24 414), საფრანგეთს (21 213) ხორვატეთს (18 577) უკრაინას 14 677) ბულგარეთს (19 079), და კიდევ უამრავ სხვა ქვეყანას. მიუხედავად ამისა, მათზე ბევრად უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს ერთ მილიონ ადამიანზე როგორ დაავადებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობით. არავის ნიშნის მოგებით არ მინდა ველაპარაკო, მაგრამ მართლა მაინტერესებს, რომელიმე ჟურნალისტს თავში თუ მოუვა იგივე ჟუნიორ ვასაძეს დაუსვას კითხვა, ჩვენს ეთერებში ისტერიკებს რომ აწყობდი, აპოკალიფსურ სურათს რომ ხატავდი და შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას რომ ითხოვდი, თან ყველას ვინც გეწინააღმდეგებოდა, ლაფში რომ სვრიდი, არ გინდა ბოდიში მოუხადო ამ ქვეყანას, შენთვის რომ დაგვეჯერებინა ხომ ათასობით დაავადებული და ასობით გარდაცვლილი თანამოქალაქე გვეყოლებოდაო!. ყველააზე უღირსი და ნაძირალა ის ხალხია, ვინც მზადაა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის ადამიანების სიცოცხლეზე ითამაშოს! ღმერთს მადლობა, რომ ქართველი პოლიტიკოსებიდან ამ თვეებში ყველა ასე ნამდვილად არ იქცეოდა!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ