დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„დღემდე არ ვიცით, ვინ, როგორ, რა ფორმით და მასშტაბებით ეხმარებოდა აფსუა სეპარატისტებს“ - როგორ მონაწილეობდა თურქეთის სადაზვერვო სამსახური აფხაზეთის კონფლიქტში 28.06.2020 20:07

ვასილ პაპავას პოსტი:

 

თურქეთის სადაზვერვო სამსახური (MIT) მონაწილეობდა აფხაზეთის კონფლიქტში. თურქეთში ჩამოყალიბდა მოხალისეთა ჯგუფი (8–10 ადამიანი), რომლებს შემდგომ უნდა მიეღოთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში სეპარატისტების მხარეს. ბოევიკების გაგზავნა ხორციელდებოდა საზღვაო გზით ქ. ტრაბზონიდან – ქ. სოჭში. ბოევიკების ვერბოვკა მიმდინარეობდა თურქეთის აფსუების დიასპორაში. გამართულ მუსლიმი ეთნიკური აფხაზები თურქეთში მცხოვრები. ამ კუთხით აქტიურობდა თურქული ორგანიზაცია „აფხაზეთთან სოლიდარობის საზოგადოება“ (ლიდერი – ბ. ტამტექინი). სტამბოლის დასავლეთით მდებარე ჩათალჯას რაიონში მოქმედებდა სპეციალური ბანაკი, სადაც წვრთნიდნენ აფსუა ბოევიკებს. სწავლის ხანგრძლივობა იყო 3 კვირა (150–200 ადამიანი) – მათ ამზადებდნენ თურქული არმიის საკადრო ოფიცრები. ჯგუფის ფორმირების დროს უპირატესობას ანიჭებდნენ აფსუა წარმოშობის ახალგაზრდებს, რომლებსაც ჰქონდათ სამხედრო გამოცდილება (ანუ, გაიარეს ჯარი).

 

1992 წლის სექტემბრის ბოლოს აფხაზეთში თურქული სამხედრო თვითმფრინავების მეშვეობით (რომელსაც თან ახლდა "ჩრდილოეთ კავკასიის კულტურული საზოგადოების" წარმომადგენელი) გაეგზავნა ჰუმანიტარული დახმარება (16 ტონა მედიკამენტები) და იარაღი. სამხედრო ოპერაციებში სეპარატისტების მხარის მონაწილეობდნენ კავკასიური წარმოშობის თურქეთის მოქალაქეები (დაახლოებით 30 ადამიანი), რომლებიც სტუდენტების საფარქვეშ იყვნენ (აფხაზეთში ჩასული ჩრდილოკავკასიელი სტუდენტები). თუმცა, საბოლოოდ, ანკარას პოზიცია აფხაზეთის მოვლენებზე მას შემდეგ შეიცვალა, რაც გამოჩნდა რუსეთის ფაქტორის უპირატესობა. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, 1992 წლის 25 აგვისტოს თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის გენერალ დოგან გიურეშისა (წარმოშობით ჩერქეზი) და თურქეთის აფსუების ავტორიტეტების შეხვედრაზე გენერალმა მათ განუცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება უარესობისკენ, რადგან საქართველოს გავლით ანკარა ახორციელებლდა იარაღის მიწოდებას აზერბაიჯანულ მხარეს.

 

P.s. დღემდე არ ვიცით ვინ, როგორ, რა ფორმით და მასშტაბებით ეხმარებოდა აფსუა სეპარატისტებს. რა იქნა ერთი წიგნის დაწერა ამ თემაზე ბოლო ბოლო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ