დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

დაჭრილი სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურია - კლინიკა „ჯერარსში“ ოპერაცია დასრულდა 28.06.2020 22:10

თბილისში, თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის ოპერაცია დასრულდა, – ამის შესახებ კლინიკა „ჯერარსის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა. ექიმის თქმით, დაჭრილი სამართალდამცველი მდგომარეობა სტაბილურია. „პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად გაღვიძებულია და იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში. ვიტალური პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

 

შსს-ს ინფორმაციით, თემქაზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ დაჭრა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ