დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"გასაოცარია, თუ როგორ უძლებს ივანიშვილი ამ ყოველდღიურ დაუნდობელ თავდასხმებს" 29.06.2020 12:17

იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"მართლა გავოცდი:
ვერ წარმოვიდგენდი, თუ საქართველო ასე ძალიან ჰგავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.


***
ამ დილით, გავხსენი თუ არა ფბ, პაატა ჩხეიძის პოსტი შემომეფეთა.
აშშ - ის თვალსაჩინო ფილოსოფოსსა და პოლიტიკურ მოაზროვნეს კლაეს რინს ვკითხე, რა ხდება თქვენთანო, - გვეუბნება ბატონი პაატა და პასუხსაც გვაცნობს.
პასუხი კი გამაოგნებლად ნაცნობ სურათს გვიხატავს.


აი, რას ბრძანებს ბატონი რინი:

1.„საპრეზიდენტო შეჯიბრი ტრამპსა და ბაიდენს შორის კი არ მიდის, არამედ - ტრამპსა და მასმედიას შორის";

2. „ბაიდენი აშკარად რიგითი ტიკინაა, იგი არაფრის მაქნისია, მაგრამ მას იცავს მედია, რომელიც მალავს მის დაქვეითებულ გონებრივ შესაძლებლობებს და არაფერს ამბობს მის კორუმპირებულობაზე";

3. „გასაოცარია, როგორ უძლებს ტრამპი ამ დაუნდობელ ყოველდღიურ თავდასხმებს";

4. „ეს უკანასკნელი(მედიას გულისხმობს), ძალზე მცირე გამონაკლისის გარდა, ძველი აშშ - ის ისტებლიშმენტის პოლიტიკური იარაღია."


***
ჩასვით ტრამპის ნაცვლად(ტექსტში) ივანიშვილი, სააკაშვილის მაგიერ - ბაიდენი, საპრეზიდენტოს ნაცვლად - საპარლამენტო, ამერიკული მედიის ადგილას - ქართული.
დარწმუნდებით, რომ სურათი ზუსტად იგივეა.


***
თვითონ მხოლოდ ერთგან ჩავსვამ:

გასაოცარია, თუ როგორ უძლებს ივანიშვილი ამ ყოველდღიურ დაუნდობელ თავდასხმებს!
***
ღმერთმა გაძლება მისცეს!..


***
და ბოლოს: გმადლობთ, ბატონო პაატა,"
-წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ