დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„პუტინის აგენტი ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული არჩევნებისკენ მიისწრაფვის, ხოლო პროდასავლური ოპოზიცია დიპკორპუსს ურტყამს და ელჩების დიაკრედიტაციას ცდილობს?“ 29.06.2020 21:50

ირაკლი ჯანყარაშვილის პოსტი:

 

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ მოდით კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ შემდეგზე .... ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ნაცმოძმა, მხოლოდ რურუას გამო. უფრო ვფიქრობ ''ჟორჟიკა'' კი არ ადარდებთ არამედ მისი გამოშვებით დაწერილი ქულა სჭირდებოდათ ისედაც ათით ნოლს აგებენ ხელისუფლებასთან. მაგრამ საყურადღებო აი რა არის და იქნება ვიღაცეების პრიალა ტვინებსაც გაუჩნდეს ნაოჭები თუ კარგად ჩაუფიქრდება. ოცნებამ - პატრიოტებთან ერთად მიიღო 120/30 ცვლილებები და ის ოპოზიცია დარჩა პროცესებს მიღმა, რომელიც ყველაზე მეტად იჩემებს თავის პროდასავლურობას. ქართულმა ოცნებამ და პატრიოტთა ალიანსმა შეძლო მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ცვლილებების მხარდაჭერა და დაამტკიცა, რომ მათი სურვილი ავტორიტარული რეჟიმის შექმნა არაა. ანუ პუტინის აგენტი ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული არჩევნების და მრავალფეროვანი პარლამენტისკენ მიისწრაფვის ??? ხოლო პროდასავლური ოპოზიცია დიპკორპუსს ურტყამს და ელჩების დიაკრედიტაციას ცდილობს ??? საზოგადოება თავად განსჯის !!! ვინ ცხვარია და ვინ მგელი ცხვრის ტყავში. ლუსტრაცია განაგრძეთ, კარგად მიდიხართ !!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ