დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7174

EUR 3.1875

როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში 30 ივნისის დილის მონაცემებით 30.06.2020 11:13

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 928 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 794 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge