დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"რას დააკლებს ეგ ხალხი, ვინც ამ უნივერსისტეტს თავიდანვე ყვავივით დასჩხაოდა, გბობდა და იმთავითვე თარსავდა" 30.06.2020 12:22

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"უკვე მკაფიოდ ჩანს - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეს ისტორიული პროექტი, თავისი მაშტაბურობით და სტრატეგიული ეროვნული მნიშვნლეობით "ოქროს ეპოქის" საქართველოს გელათის აკადემიის თანაზომიერია და საუკუნეების განმავლობაში საამაყო იქნება!


მის ამშენებელს, აბა, რას დააკლებს ეგ ხალხი, ვინც ამ უნივერსისტეტს თავიდანვე ყვავივით დასჩხაოდა, გბობდა და იმთავითვე თარსავდა. "არ აშენდებაო", "რაში გამოგვადგებაო", "გავტყუებს, თავისთვის უნდაო", ბათუმისა, თანაც - ეშმაკის ბორბალით, ბევრად ჯობდაო, და სხვ.და სხვ. მარტო ამ ბოღმისთვის და გმობისთვის, ქართველმა და საერთოდ, წესიერმა ადამიანმა მაგათ ოდესმე ხმა როგორ უნდა მისცეს?!


ეგ სწორედ ის ხალხია, რომელიც არა მარტო ბიძინას, არამედ თითოეულს, ვინც რამეს ააშენებს ამ ქვეყნისთვის, სწორედ ამას უპირებენ: "დამიჭირეს, ხელი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგიაო!"


რასაკვირველია, მაინც აუცილებლად აშენდება თუნდაც გასკდნენ ბოღმითა და შურით ეგ უბედურები!"-წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ