15:42 30.06.2020
"ლელო" პრაქტიკულად შალიკოა ერთი-ერთში, დარბიან ქალაქიდან ქალაქში და ებრძვიან სხვის ბიზნესს"

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"გერმანელებს, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო მანქანებს უშვებენ, აქვთ შესანიშნავი ხუმრობა: "ყველა მანქანა 10 წლის შემდეგ "ოპელად" იქცევაო".

ვაკვირდები რა ჩვენს რადიკალურ, ფანჩატურში შეკრებილ კრიმინალურ ოპოზიციას, ვხედავ, რომ ყველა პოლიტიკოსი შალიკოდ იქცა.

ამ ნეარდენტანელ პოლიტიკოსს დაემგვანა პრაქტიკულად ყველა, "ევსაქები", რომლებიც ხან საპენსიო ფონდის ფულის გახარჯვისაკენ მოგვიწოდებენ, ხან ფრენების ნაადრევი გახსნისაკენ, ხან სუნს უშვებენ პარლამენტში, ხან კაპოტზე არიან..

ამ დროს, ამერიკაში ძალიან ბევრმა შტატმა კიდევ ერთხელ გადადო ეკონომიკის გახსნის გეგმები, იმიტომ რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ უნდათ.

"ლელო" პრაქტიკულად შალიკოა ერთი-ერთში, დარბიან ქალაქიდან ქალაქში, აწყობენ აქცია-პერფორმანსებს და ებრძვიან სხვის ბიზნესს.

თავის პორტი ვერ ააშენეს, მაგრამ "ჩხუბის შემდეგ მაინც იქნევენ მუშტებს" და ისევ პორტზე საუბრობენ.

"ნაცებზე" ბევრს არ დავწერ, ეგენი და "შალიკო" პრაქტიკულად განუყოფელი კატეგორიებია.

ისე, "ოპელს რას ვერჩი, მშვენიერი მანქანაა, გერმანელებს მაგაზე უარესიც გამოუშვიათ. შალიკოსთან "ოპელის" შედარებისათვის გერმანელებს ბოდიშს ვუხდი!

შალიკო ის "ტრაბანტიც" არ არის, შალიკო საბჭოთა "ზაპოროჟეცია" და მაგის ფანჩატურსტებიც!"




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge